1. ელექტროდანადგარების ტექნიკური მდგომარეობის კონტროლის დროს, შესასრულებელი სამუშაოების მოცულობა უნდა შეესაბამებოდეს დამამზადებელი ქარხნების ინსტრუქციების მოთხოვნებს.
2. ტექნიკური დოკუმენტაციით დადგენილი ვადების ამოწურვისას, ტექნოლოგიურ სისტემებს და ელექტროდანადგარებს უნდა ჩაუტარდეს ტექნიკური დიაგნოსტიკა, რომლის ამოცანაა:
ა) ელექტროდანადგარების ტექნიკური მდგომარეობის განსაზღვრა;
ბ) გაუმართაობის შესაძლო ადგილის დადგენა;
გ) ელექტროდანადგარის ტექნიკური მდგომარეობის პროგნოზირება.
3. ტექნიკური დიაგნოსტიკის ჩატარების დროს უნდა მოხდეს ელექტროდანადგარების შინაგანი და გარეგანი დათვალიერება, ტექნიკური დოკუმენტაციის გადამოწმება და დიაგნოსტიკის დროს ჩატარებული გაზომვების მონაცემების შედარება მოქმედ მონაცემებთან.
4. ელექტროდანადგარების ტექნიკური მდგომარეობის დიაგნოსტიკის საფუძველზე უნდა დამუშავდეს რემონტების ტექნიკური მომსახურების გრაფიკები, განისაზღვროს ყოველწლიურად შესასრულებელ სამუშაოთა მოცულობები, ტექნიკური გადაიარაღებისა და ელექტროდანადგარების რეკონსტრუქციის გრძელვადიანი გეგმები.
5. ყველა სახის რემონტების, ასევე, რემონტების პერიოდში ელექტოდანადგარების ცალკეული სახეებისათვის, ყოველწლიური გაცდენების ხანგრძლივობა დგინდება მოქმედი ნორმებისა და დამამზადებელი ქარხნების მითითებების საფუძველზე. ნორმატიულ-ტექნიკური დოკუმენტაციით დადგენილი მუშაობის ვადების ამოწურვის შემთხვევაში შემდგომი მუშაობის ვადების და ექსპლუატაციის პირობების დადგენის მიზნით, უნდა ჩატარდეს ყველა ტექნოლოგიური სისტემების და ელექტრომოწყობილობების შემოწმება.
6. ძირითადი ელექტროდანადგარების აღდგენა-რეაბილიტაციის დაწყებამდე საჭიროა:
ა) მოწყობილობების გახსნისა და დათვალიერების შემდეგ, დაზუსტებული სამუშაოს მოცულობების უწყისების, ხარჯთაღრიცხვისა და სარემონტო სამუშაოების გრაფიკის შედგენა;
ბ) სამუშაოს მოცულობების უწყისების თანახმად, აუცილებელი მასალების და სათადარიგო ნაწილების მომარაგება;
გ) ინსტრუმენტების, სამარჯვების, სატაკელაჟო მოწყობილობებისა და ამწე-სატრანსპორტო მექანიზმების დაკომპლექტება და მუშა მდგომარეობაში მოყვანა;
დ) სამუშაო ადგილების მომზადება;
ე) სარემონტო ბრიგადების დაკომპლექტება და ინსტრუქტაჟი.
7. ძირითადი ელექტრომოწყობილობების აღდგენის შემდეგ უნდა მოხდეს მათი გამოცდა, მოქმედი ნორმების შესაბამისად. კერძოდ, უნდა გამოიცადოს დატვირთვის ქვეშ, არანაკლებ 24 საათისა, თუ არ არსებობს დამამზადებელი ქარხნის სხვა მითითებები. დეფექტების გამოვლენის შემთხვევაში, ამ დეფექტების აღმოფრხვამდე და გამოცდის განმეორებით ჩატარებამდე, აღდგენა ითვლება დაუმთავრებლა