1. ტრანსფორმატორების გეგმური დათვალიერება, მათი გამორთვის გარეშე, უნდა ჩატარდეს შემდეგ ვადებში:
ა) მთავარ დამადაბლებელ სატრანსფორმატორო ქვესადგურებში – პერსონალის მუდმივი მორიგეობით დღეღამეში ერთხელ;
ბ) სატრანსფორმატორო პუნქტებში – თვეში ერთხელ;
ადგილობრივი პირობებიდან და ტრანსფორმატორის მდგომარეობიდან გამომდინარე, აღნიშნული ვადები შეიძლება შეცვლილ იქნეს.
2. ტრანსფორმატორების რიგგარეშე დათვალიერება უნდა ჩატარდეს:
ა) არახელსაყრელი ამინდების ზემოქმედების შემდეგ (ჭექა-ქუხილი, ტემპერატურის მკვეთრი დაცემა, ძლიერი ქარი და სხვა);
ბ) აიროვანი დაცვის სიგნალის ამუშავებისას ან აიროვანი დიფერენციალური დაცვების მიერ ტრანსფორმატორების გამორთვისას.
3. ტრანსფორმატორების მიმდინარე რემონტები ტარდება გამომდინარე აუცილებლობიდან.
4. აღდგენით-სარეაბილიტაციო რემონტი უნდა ჩაუტარდეს:
ა) ტრანსფორმატორების ძაბვით 110 კვ. და მეტი, სიმძლავრით 125 მვა და მეტი, დიაგნოსტიკური კონტროლის გათვალისწინებით – არა უგვიანეს 12 წლის შემდგომ, აუცილებლობის მიხედვით;
ბ) დანარჩენი ტრანსფორმატორების – მათი მდგომარეობიდან და დიაგნოსტიკური კონტროლის შედეგებიდან გამომდინარე.
5. ექსპლუატაციაში მყოფი ტრანსფორმატორებისა და მათი ელემენტების გამოცდა უნდა ჩატარდეს ელექტრომოწყობილობების გამოცდის ნორმებისა და საქარხნო ინსტრუქციების შესაბამისად. გამოცდის შედეგები ფორმდება აქტებით ან ოქმებით და ინახება მოწყობილობის დოკუმენტებთან ერთად.
6. ტრანსფორმატორი ავარიულად უნდა იქნეს გამორთული შემდეგ შემთხვევებში:
ა) ძლიერი არათანაბარი ხმაურის (ხმა და ტკაცანი) დროს ტრანსფორმატორის შიგნით:
ბ) ნომინალურზე დაბალი დატვირთვისა და გაციების სისტემის ნორმალური მუშაობის დროს ტრანსფორმატორის არანორმალური და მუდმივად მზარდი გაცხელებისას;
გ) საფართოებლიდან ზეთის გამოტყორცნა ან გამონაბოლქვი მილის დიაფრაგმის გახევისას;
დ) ზეთის ჟონვისას, ზეთის საზომი მინის ქვემოთ ზეთის დონის დაწევისას;
ე) ლაბორატორიული ანალიზების შედეგების მიხედვით, ზეთის დაუყოვნებლივ შეცვლის აუცილებლობისა