1. სამელიორაციო სისტემების ელექტროდანადგარების ტექნიკური ექსპლუატაციის წესები ადგენს სარწყავი და დამშრობი სისტემების, წყალსაცავების, სატუმბო სადგურების, დამოუკიდებელი ჰიდროტექნიკური ნაგებობების, ელექტროგადამცემი ხაზებისა და ელექტროდანადგარების უსაფრთხო და ეფექტური ფუნქციონირების, მათი მიმდინარე და კაპიტალური რემონტების, პროფილაქტიკური, საექსპლუატაციო და ტექნიკური მომსახურების ნორმებს.

2. წინამდებარე წესებთან ერთად, შესაძლებელია, სახელმძღვანელოდ გამოყენებულ იქნეს ,,უსაფრთხოების ტექნიკის წესები ელექტროდანადგარების ექსპლუატაციისას“ საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2008 წლის 18 ნოემბრის №100 ბრძანებ