1. ირიგაციული დანიშნულების სატუმბო სადგურის დანიშნულებაა უზრუნველყოს წყალაღების კვაძიდან წყლის აღება და წყალგანაწილების კვანძში გადატუმბვა (მიწოდება), ხოლო დამშრობი (დრენაჟის) სატუმბო სადგურის დანიშნულებაა უზრუნველყოს დაქვემდებარებული დაშრობილი ფართობებიდან გრუნტის და ზედაპირული ჭარბი წყლების დროული მოცილება (გადატუმბვა).

2. სამელიორაციო დანიშნულების სატუმბო სადგურის ძირითად ჰიდროტექნიკურ ნაგებობებს და მოწყობილობებს წარმოადგენს:

ა) მიმყვანი არხი, შემწოვი და სადაწნეო მილსადენები და სალექარი (ირიგაცია). მიმყვანი კოლექტორი, წყალჩამგდები მილსადენი და წყალმიმღები ჭა (დამშრობი სისტემა);

ბ) სატუმბო სადგურის სამანქანო და დამხმარე შენობები;

გ) ტუმბოები, ძრავები (აგრეგატები), მექანიკური და ამწე მოწყობილობები;

დ) მექანიკური გამწმენდი მოწყობილობები (გისოსები);

ე) ელექტროაღჭურვილობა – მაღალი ძაბვის და შიდაგადამცემი საშუალებები, სატრანსფორმატორო ქვესადგური, ელექტროკარადები, დიზელ-გენერატორები და სხვა სახის ელდანადგარები და მოწყობილობები.

3. სატუმბო სადგურის ძირითადი მაჩვენებლები აღინიშნება (გამოისახება) შემდეგი პარამეტრებით:

ა) წყლის მიწოდება (მ3/სთ, ან ლ/წმ);

ბ) წყლის სვეტი (მეტრები), გეომეტრიული აწევის სიმაღლე(წყ.სვ.მ);

გ) წნევა (კგ.ძ – ატმოსფერო ან მეგაპასკალები);

დ) სიმძლავრე (კვტ);

ე) ბრუნვათა რიცხვი წამში ან დასაშვები კავიტაციური მარაგი;

ვ) სვლების რიცხვი წუთში (დგუშური ტიპის ტუმბოებისათვის);

ზ) დასაშვები ტემპერატურა გრადუსებში (ცელსიუსით და კელვინით);

თ) შეწოვის დასაშვები ვაკუუმმეტრული სიმაღლე (შეწოვის გეომეტრიული სიმაღლე);

ი) ტუმბოს მარგი ქმედების კოეფიციენტი (მქკ %-ში).

4. ტუმბო-აგრეგატების და მოწყობილობების მუშაობის ძირითადი ტექნოლოგიური მონაცემების აღრიცხვის ორგანიზაციისათვის სატუმბო სადგურში უნდა იყოს დაყენებული:

ა) ვაკუუმმეტრი ან მანოვაკუუმმეტრი – ტუმბოს შემწოვ მილყელზე;

ბ) მანომეტრი – ტუმბოს საწნეო მილყელზე;

გ) ამპერმეტრი, ვოლტმეტრი, ვატმეტრი და ელექტრომრიცხველი – ელექტროძრავებთან;

დ) ზეთის დონის მაჩვენებელი საკისრებში – თხევადი შეზეთვის დროს ან მანომეტრი – ცირკულარიული შეზეთვის დროს; აგრეთვე, თერმომეტრი – საკისრებში შესული და გამოსული ზეთის ტემპერატურის გასაზომად;

ე) ხარჯმზომი – სარწყავ სადაწნეო მილსადენზე (წყალსადენზე) და დამშრობი სისტემის კოლექტორზე (მიმყვან არხზე).

5. სატუმბო სადგურის ტუმბო-აგრეგატების, კომუნიკაციების, დანადგარებისა და მოწყობილობების ტექნიკური ექსპლუატაცია უნდა ხორციელდებოდეს საექსპლუატაციო მომსახურე პერსონალის თანამდებობრივი ინსტრუქციების და ქარხანა-მწარმოებლისა და სხვა ინსტრუქციული დოკუმენტაციის საფუძველზ