1. ნავთობის ბაზის სატუმბი სადგური განკუთვნილია რკინიგზის ცისტერნებიდან და ნავთობჩასასხმელი გემებიდან ნავთობპროდუქტების დატვირთვა-განტვირთვისათვის, ავტოცისტერნებში ჩასასხმელად, აგრეთვე, ბაზის ტერიტორიაზე გადატუმბვისათვის.
2. სატუმბი სადგურის შენობის გარეთ შემწოვ და საჭირხნ მილსადენებზე გათვალისწინებული უნდა იქნეს ავარიული საკვალთები შესაბამისი სტანდარტის დაცვით; საჭირხნ მილსადენზე საკვალთთან ერთად დაყენებული უნდა იქნეს უკუსარქველი.
3. დაუშვებელია ბრტყელღვედური გადაცემის გამოყენება შენობებში, სადაც დაყენებულია ადვილაალებადი სითხეების გადასატუმბი ტუმბოები.
4. წვადი სითხეების გადასატუმბი ტუმბოს ელექტროძრავა უნდა იყოს აფეთქებადაცული შესრულების.
5. სატუმბი აგრეგატების მონტაჟი, გამართვა, გამოცდა და ექსპლუატაცია უნდა ხდებოდეს დამამზადებელი საწარმოს ინსტრუქციის და რეგლამენტის დაცვით.
6. ელექტროენერგიის მიწოდების მყისიერი შეწყვეტისას აუცილებელია მკვებავი ხაზიდან ტუმბოს ძრავას დაუყოვნებლივ გამორთვა და ტუმბოს შემწოვ და საჭირხნ მილსადენებზე საკვალთების ჩაკეტვა სესაბამისი სტანდარტის მიხედვი