1. რეზერვუარების ექსპლუატაცია უნდა განხორციელდეს მათი ექსპლუატაციის ტექნიკურ მოთხოვნებთან, სტანდარტებთან და რედლამენტთან შესაბამისობაში.
2. ნავთობის ბაზის ტერიტორიაზე რეზერვუარების განთავსება გათვალისწინებული უნდა იქნეს ჯგუფების მიხედვით შესაბამისი სტანდარტების მოთხოვნათა დაცვით
3. რეზერვუარის მაქსიმალური ტევადობების სიდიდეები და მათი განთავსების პირობები განისაზღვრება შესაბამისი სტანდარტის მიხედვით.
4. მეზობელ ჯგუფებს შორის მანძილები განისაზღვრება შესაბამისი სტანდარტის მიხედვით.
5. მეზობელ ჯგუფებში განთავსებულ უახლოესი რეზერვუარების კედლებს შორის მანძილი უნდა აკმაყოფილებდეს შესაბამისი სტანდარტის მოთხოვნებს.
6. რეზერვუარის ფუძე დაცული უნდა იქნეს ატმოსფერული წყლებით გამორეცხვისაგან და უზრუნველყოფილი იქნეს ამ უკანასკნელის შეუფერხებელი არინება სარეზერვუარო პარკის ან ცალკე მდგომი რეზერვუარის მოედნიდან საკანალიზაციო მოწყობილობაში. დაუშვებელია რეზერვუარის ქვედა ნაწილის გრუნტში ჩაძირვა და წვიმის წყლის თავმოყრა რეზერვუარის კონტურის გარშემო.
7. მიწისზედა რეზერვუარების ყველა ჯგუფი შემოღობილი უნდა იქნეს მიწის ზვინულით შესაბამისი სტანდარტის მიხედვით.
8. რეზერვუარების ჯგუფის გარე შემოღობვის სიმაღლე დაღვრილი სითხის საანგარიშო მოცულობის დონეზე მაღლა უნდა შესაბამისი სტანდარტის მოთხოვნათა დაცვით.
9. სარეზერვუარო პარკის შემოზვინვის შიგნით საკვალთების განთავსება დაუშვებელია, გარდა უშუალოდ რეზერვუართან დაყენებული ჩამკეტისა, რომელიც განკუთვნილია მხოლოდ მოცემული რეზერვუარის მომსახურებისათვის. დამცავკედლიანი რეზერვუარის გამოყენებისას შემოზვინვა საჭირო არაა.
10. ექსპლუატაციაში მიღებამდე რეზერვუარები უნდა გამოიცადოს შესაბამისი სტანდარტის მიხედვით. გამოცდის წინ აუცილებელია შემოწმდეს საპროექტო სიდიდეებიდან ფუძის და საძირკვლის ფაქტიური ზომების, ფოლადის კონსტრუქციის (ძირის, კედლების, სახურავის, პონტონის ან მცურავი სახურავის და სხვ.) გეომეტრიული ზომების და ფორმების გადახრები.
11. რეზერვუარი ექსპლუატაციაში მიიღება ჰერმეტულობასა და სიმტკიცეზე გამოცდის შემდეგ სრულად დამონტაჟებულ მოწყობილობასთან ერთად.
12. რეზერვუარის სახურავზე დაყენებული სასუნთქი არმატურა უნდა დარეგულირდეს საპროექტო წნევაზე, ხოლო მისი მუშაობის სისწორე შემოწმდეს ექსპლუატაციის ინსტრუქციის შესაბამისად.
13. რეზერვუარის შევსების (დაცლის) მწარმოებლურობა უნდა შეესაბამებოდეს დაყენებული სასუნთქი და მცველი სარქვლების ან სავენტილაციო მილყელების გამტარუნარიანობას.
14. აირმათანაბრებელი სისტემის ექსპლუატაციის დროს რეზერვუარების ჯგუფში გაერთიანებული უნდა იქნეს მსგავსი ფიზიკურ-ქიმიური თვისებების ნავთობპროდუქტებიანი რეზერვუარები.
15. აირმათანაბრებელი სისტემის ეფექტური მუშაობისათვის აუცილებელია:
ა) რეზერვუარების შევსებისა და დაცლის პროცესის სინქრონულობის უზრუნველყოფა დროისა და მწარმოებლურობის მიხედვით;
ბ) სისტემის სრული ჰერმეტულობის შენარჩუნება;
გ) რეზერვუარის მილტუჩა შეერთებების რეგულარული დათვალიერება და მოჭიმვა, სასუნთქი არმატურის მუშაობის გამართულობის შემოწმება.
16. დაუშვებელია რეზერვუარის არმატურის ცეცხლით შეთბობ