1. ნავთობის ბაზის ტექნოლოგიურ მილსადენებს მიეკუთვნება შიგასასაწყობო ნავთობპროდუქტსადენები, მილსადენების მაერთებელი დეტალები, ჩამკეტი, მარეგულირებელი და მცველი არმატურა, აღრიცხვისა და კონტროლის კვანძები, ფილტრები და სხვა მოწყობილობა.
2. მილსადენები შეიძლება გაყვანილ იქნეს როგორც მიწის ქვეშ, ასევე მიწის ზევით. მიწის ზევით გაყვანილი ბლანტი ნავთობპროდუქტების მილსადენებს უნდა ჰქონდეს იზოლაცია.
3. საქვეითო და საავტომობილო გზის, რკინიგზის ლიანდაგის ქვეშ დაუშვებელია მილსადენის მონაკვეთებზე არმატურის, მილტუჩა და კუთხვილიანი შეერთებების, სადრენაჟო მოწყობილობის განთავსება.
4. საავტომობილო გზის, რკინიგზის ლიანდაგის გადაკვეთის ადგილებში მიწისქვეშა მილსადენები გაყვანილი უნდა იქნეს დამცავ ბუდეში.
5. მიწისქვეშა მილსადენები ერთმანეთთან შეერთებული უნდა იყოს შედუღებით, გარდა მილტუჩა არმატურის ან ქურო არმატურის და მილტუჩა სახშობის შეერთებისა. მიწისქვეშა მილსადენებზე არმატურა და მილტუჩა სახშობები უნდა დაყენდეს სპეციალურ მიწისქვეშა კამერებში ან ჭებში.
6. საკვალთები, ონკანები, ვენტილები და სხვა ჩამკეტი მოწყობილობა უნდა იყოს გამართულ მდგომარეობაში და უზრუნველყოფდეს პროდუქტის საჭირო მიმართულებით საიმედო და სწრაფ გადაადგილებას. ჩამკეტი მოწყობილობის ნებისმიერი გაუმართაობა უნდა აღმოიფხვრას.
7. ექსპლუატაციის პერიოდში ყველა ტექნოლოგიური მილსადენის საიმედო და უსაფრთხო მუშაობის უზრუნველსაყოფად საჭიროა, შესაბამისი სტანდარტის მიხედვით, მათი დათვალიერება. დათვალიერებისას უნდა შემოწმდეს შენადუღი ნაკერების მდგომარეობა, ყველა შეერთების ჰერმეტულობა, საყრდენი კონსტრუქციების, არმატურის, ჩამამიწებელი მოწყობილობის მდგომარეობა, კოროზიის, ბზარების არარსებობა, მილსადენის კედლების და დეტალების სისქ