1. ნავთობის ბაზის ლაბორატორიის მიერ უნდა ხდებოდეს მიღებული, შენახული და გასაცემი ნავთობპროდუქტების, ჩამდინარე წყლების ანალიზის ჩატარება, აგრეთვე, სამუშაო ზონებში და ცეცხლით და აირსაფრთხიანი სამუშაოების ჩატარებამდე შესაბამის ადგილებში ჰაერის გარემოს კონტროლი შესაბამისი სტანდარტის მიხედვით.
2. ლაბორატორიის სამუშაო ადგილები აღჭურვილი უნდა იყოს იძულებითი მომდენ-გამწოვი ვენტილაციით.
3. დაუშვებელია იმ ნივთიერებების ერთად შენახვა, რომელთა ქიმიურმა ურთიერთზემოქმედებამ შეიძლება გამოიწვიოს ხანძარი ან აფეთქება.
4. დაუშვებელია ადვილაალებადი სითხეების გახურება უშუალოდ ალზე.
5. ლაბორატორიის ყველა სათავსი უზრუნველყოფილი უნდა იყოს ხანძარქრობის პირველადი საშუალებებით შესაბამისი სტანდარტის მიხედვი