1. ნავთობის ბაზის ლაბორატორიის მიერ უნდა ხდებოდეს მიღებული, შენახული და გასაცემი ნავთობპროდუქტების, ჩამდინარე წყლების ანალიზის ჩატარება, აგრეთვე, სამუშაო ზონებში და ცეცხლით და აირსაფრთხიანი სამუშაოების ჩატარებამდე შესაბამის ადგილებში ჰაერის გარემოს კონტროლი.
2. ლაბორატორიის სამუშაო ადგილები აღჭურვილი უნდა იყოს იძულებითი მომდენ-გამწოვი ვენტილაციით.
3. დაუშვებელია იმ ნივთიერებების ერთად შენახვა, რომელთა ქიმიურმა ურთიერთზემოქმედებამ შეიძლება გამოიწვიოს ხანძარი ან აფეთქება.
4. დაუშვებელია ადვილაალებადი სითხეების გახურება უშუალოდ ალზე. ამისათვის საჭიროა წყლის აბაზანის გამოყენება, რომელიც მუდმივად უნდა იყოს შევსებული.
5. ლაბორატორიის ყველა სათავსი უზრუნველყოფილი უნდა იყოს ხანძარქრობის პირველადი საშუალებებით: ცეცხლსაქრობით, ქვიშით, ქეჩით