1. რკინიგზის ცისტერნებით ნავთობპროდუქტების მიღებამდე (ჩამოსხმამდე) და გაგზავნამდე (ჩასხმამდე) უნდა შემოწმდეს სამილსადენო კომუნიკაციებზე ჩამკეტი არმატურის გადართვის სისწორე და ტექნიკური მდგომარეობა, აგრეთვე, ჩასასხმელ-ჩამოსასხმელი მოწყობილობის გამართულობა, შლანგების ან მილების შეერთებების სიმჭიდროვე, ხოლო გამოვლენილი ჟონვა დაუყოვნებლივ უნდა იქნეს აღმოფხვრილი.
2. რკინიგზის ცისტერნებში დადგენილ დონემდე ნავთობპროდუქტების ჩასხმა უნდა ხდებოდეს წყნარი, თანაბარი (არამვარდნი) ჭავლით, გაშხეფვის გარეშე. ჩასასხმელი მილი ან ბუნიკიანი სახელო უნდა ეშვებოდეს ცისტერნის ფსკერამდე. ბუნიკი უნდა იყოს დამზადებული არანაპერწკალწარმომქმნელი მასალისგან და ჩამიწებული.
3. რკინიგზის ცისტერნებიდან რეზერვუარებში ნავთობპროდუქტების სრული ჩამოსხმა უნდა ხდებოდეს ტუმბოების მეშვეობით ან მიმღებ შუალედურ რეზერვუარში თვითდინებით. შუალედურ ჩაღრმავებულ რეზერვუარში ნავთობპროდუქტის თვითდინებით დაცლისას აუცილებელია დაცლასთან ერთდროულად უზრუნველყოფილ იქნეს შუალედური რეზერვუარიდან ნავთობპროდუქტის გადატუმბვა მიწისზედა რეზერვუარში. შუალედურ რეზერვუარს უნდა ჰქონდეს ერთდროულად დასაცლელი ცისტერნების არანაკლებ 75 %-ის ტოლი ჯამური ტევადობა.
4. დაუშვებელია რკინიგზის ცისტერნების გაუმართავ მდგომარეობაში მყოფი ქვედა ჩამოსასხმელი ხელსაწყოების გახსნა საზეინკლო იარაღებისა და სამარჯვების დახმარებით. ნავთობპროდუქტის ჩამოსხმა უნდა ხდებოდეს ცისტერნის მხოლოდ ზედა ხახას მეშვეობით.
5. გაძგიფული ნავთობპროდუქტების შეთბობა რკინიგზის ცისტერნებში, აგრეთვე, მათ ჩასასხმელ-ჩამოსასხმელ მოწყობილობაში დასაშვებია ორთქლით, ცხელი წყლით ან ელექტროსახურებლებით. იკრძალება ამ მიზნებისათვის ღია ცეცხლის გამოყენება (კოცონი, მაყალი, ჩირაღდანი, სარჩილავი ლამპა და სხვ.).
6. ნავთობპროდუქტების შესათბობი ელექტროსახურებლების ჩართვა უნდა ხდებოდეს ნავთობპროდუქტებში, სულ მცირე, 50 სმ სიღრმეზე მათი ჩაძირვის შემდეგ. დაუშვებელია ნავთობპროდუქტების ჩამოსხმა ჩართული სახურებლების დროს.
7. ცისტერნაში ნავთობპროდუქტის შეთბობის ტემპერატურა 150
C-ით ნაკლები უნდა იყოს შესაბამისი ნავთობპროდუქტის ორთქლის აფეთქების ტემპერატურაზე
„ნავთობის ბაზების უსაფრთხოების წესების დამტკიცების შესახებ" · რედაქცია 14.09.2012
მუხლი 20. რკინიგზის ცისტერნებში ნავთობპროდუქტების ჩასხმა-ჩამოსხმა
თავი VI — უსაფრთხოების მოთხოვნები ნავთობპროდუქტების მიღების, გაცემისა და შენახვისას
მთავარი მონაცემები
- განაკვეთი 75 %
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 14. რკინიგზის ესტაკადა
- მუხლი 15. ავტოცისტერნის ესტაკადა
- მუხლი 16. მისადგომი ნაგებობები
- მუხლი 17. ლაბორატორია
- მუხლი 18. საქვაბე
- მუხლი 19. საერთო მოთხოვნები
- მუხლი 21. ავტოცისტერნაში ნავთობპროდუქტების გაცემა
- მუხლი 22. გემების დატვირთვა-განტვირთვა
- მუხლი 23. ნავთობპროდუქტების გადატუმბვა ტექნოლოგიური მილსადენებით
- მუხლი 24. ნავთობპროდუქტების შენახვა
- მუხლი 25. ელექტრომომარაგება, ელექტროდანადგარები
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „ნავთობის ბაზების უსაფრთხოების წესების დამტკიცების შესახებ", მუხლი 20, №1-1/2287, 07.10.2009, სარეგისტრაციო კოდი 300.380.000.22.024.013.638 (კონსოლიდირებული რედაქცია 14.09.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/86548/muxli-20/