1. 280
C და ნაკლები აფეთქების ტემპერატურიანი ნავთობპროდუქტების დატვირთვა-განტვირთვა, აგრეთვე ერთი ტანკერიდან მეორეში გადატუმბვა უნდა ხდებოდეს საცავების დახურული ლიუკების დროს.
2. 1200
C და ნაკლები ორთქლის აფეთქების ტემპერატურიანი ნავთობპროდუქტების ჩასხმის და ჩამოსხმის დროს გამოყენებულ უნდა იქნეს დახურული (ჰერმეტული) ჩასხმა-ჩამოსხმის მოწყობილობა. 1200
C-ზე მეტი აფეთქების ტემპერატურიანი ნავთობპროდუქტებისა და მაზუთისათვის დასაშვებია გემების არაჰერმეტული დატვირთვა-განტვირთვა.
3. საზღვაო ტანკერში ჩასხმის დროს ნავთობ-პროდუქტის ტემპერატურა აფეთქების ტემპერატურაზე ნაკლები უნდა იყოს, სულ მცირე, 50
C-ით.
4. დაუშვებელია 280
C და ნაკლები აფეთქების ტემპერატურიანი ნავთობპროდუქტების გადმოტვირთვა უშუალოდ ვაგონ-ცისტერნებში და პირიქით, აგრეთვე გემების დატვირთვა უშუალოდ მაგისტრალური ნავთობპროდუქტსადენებიდან.
5. მისადგომებს უნდა ჰქონდეს მილსადენების და გემების ჩამამიწებელი სპეციალური მოწყობილობა. მისადგომის და გემის მომსახურე პერსონალი ვალდებულია მუდმივი მეთვალყურეობა დააწესოს დატვირთვის და განტვირთვის მსვლელობაზე
„ნავთობის ბაზების უსაფრთხოების წესების დამტკიცების შესახებ" · რედაქცია 14.09.2012
მუხლი 22. გემების დატვირთვა-განტვირთვა
თავი VI — უსაფრთხოების მოთხოვნები ნავთობპროდუქტების მიღების, გაცემისა და შენახვისას
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 16. მისადგომი ნაგებობები
- მუხლი 17. ლაბორატორია
- მუხლი 18. საქვაბე
- მუხლი 19. საერთო მოთხოვნები
- მუხლი 20. რკინიგზის ცისტერნებში ნავთობპროდუქტების ჩასხმა-ჩამოსხმა
- მუხლი 21. ავტოცისტერნაში ნავთობპროდუქტების გაცემა
- მუხლი 23. ნავთობპროდუქტების გადატუმბვა ტექნოლოგიური მილსადენებით
- მუხლი 24. ნავთობპროდუქტების შენახვა
- მუხლი 25. ელექტრომომარაგება, ელექტროდანადგარები
- მუხლი 26. მეხდაცვა
- მუხლი 27. სტატიკური ელექტრობისაგან დაცვა
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „ნავთობის ბაზების უსაფრთხოების წესების დამტკიცების შესახებ", მუხლი 22, №1-1/2287, 07.10.2009, სარეგისტრაციო კოდი 300.380.000.22.024.013.638 (კონსოლიდირებული რედაქცია 14.09.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/86548/muxli-22/