1. ნავთობის ბაზას უნდა ჰქონდეს:
ა) მის გეგმაზე დატანილი ელექტრომომარაგების სქემა, რომელზეც ნაჩვენები უნდა იყოს ძალური და ელექტროწევის ქსელები, ელექტროდანადგარების (სატრანსფორმატორო ქვესადგურების, მანაწილებელი მოწყობილობის და სხვ.) განლაგების ადგილები;
ბ) პრინციპული ცალხაზა სქემა, რომელზეც ნაჩვენები უნდა იყოს ძალური ქსელები, ელექტრო-დანადგარები, აგრეთვე, დენის სახე, სადენებისა და კაბელების კვეთები, მათი სიგრძეები, დანადგარების მარკა, ძაბვა და სიმძლავრე, ჩამიწების, დამცავი საკომუტაციო აპარატურის განლაგების ადგილები.
2. ცვლილებები სქემებზე დაიტანება არა უგვიანეს მომდევნო დღისა.
3. ნავთობის ბაზის ელექტრომომარაგების სქემა უნდა ითვალისწინებდეს ნავთობის ბაზის როგორც გარე, ისე შიგა ელექტრომომარაგებას. მისი მოწყობა უნდა განხორციელდეს პროექტის შესაბამისად.
4. საკაბელო ხაზები უნდა გადიოდეს მათზე მაღალი ტემპერატურის გავლენის, წყლის, ნავთობ-პროდუქტების მოხვედრის გამომრიცხავ ადგილებში.
5. აფეთქებასაფრთხიანი შენობა-ნაგებობების ელექტროქსელებში და ელექტრომოწყობილობაში არსებული ყველა გაუმართაობა, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ნაპერწკლის წარმოქმნა, კაბელებისა და სადენების გადახურება, აგრეთვე ავარია და ხანძარსაწინაღო დაცვის და მართვის ავტომატური სისტემების მტყუნება, დაუყოვნებლივ უნდა აღმოიფხვრას. გაუმართავი ელექტროქსელები და ელექტრომოწყობილობა უნდა გაითიშოს მათ გამართულ მდგომარეობაში მოყვანამდე.
6. აფეთქებასაფრთხიან შენობებში და გარე ობიექტებზე აუცილებელია ელექტროდანადგარების ჩამიწება (ჩანულება) ნებისმიერი ძაბვის დროს. ასევე უნდა ჩამიწდეს ლითონკონსტრუქციებზე (მიუხედავად მათი ჩამიწებისა) დამაგრებული ელექტრომოწყობილობა.
7. აფეთქებასაფრთხიან შენობებში (სატუმბი, ჩამოსასხმელი და სხვ.), აგრეთვე, ჩასასხმელ-ჩამოსასხმელ ესტაკადებსა და ბაქნებზე, სარეზერვუარო პარკში, თხრილებში, ჭებსა და სხვა ადგილებში, სადაც შესაძლებელია აფეთქებასაფრთხიანი აირების დაგროვება, ღამის საათებში გამოყენებულ უნდა იქნეს აფეთქებადაცული შესრულების გადასატანი სანათები, რომელთა ჩართვა და გამორთვა უნდა ხდებოდეს ამ ადგილების საზღვრებს გარეთ.
8. ელექტრომომარაგების ქსელის, ელექტროდანადგარების მომსახურებისას გამოყენებულ უნდა იქნეს აუცილებელი დამცავი საშუალებები