1. ყოველი მარკის ნავთობპროდუქტი უნდა ინახებოდეს ცალკე, მისთვის განკუთვნილ რეზერვუარში. უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს რეზერვუარის და მასზე დაყენებული მოწყობილობის ტექნიკურ მდგომარეობას, აგრეთვე, მეხდაცვის და სტატიკური ელექტრობისაგან დაცვის სისტემებს.
2. ლითონის რეზერვუარის მცურავი სახურავის, პონტონის ექსპლუატაცია და მომსახურება უნდა ხდებოდეს მათი ტექნიკური დოკუმენტაციის და ექსპლუატაციის ინსტრუქციის შესაბამისად.
3. რეზერვუარის შევსების და დაცლის მწარმოებლურობა არ უნდა აღემატებოდეს მასზე დაყენებული სასუნთქი და მცველი სარქვლების, აგრეთვე, სავენტილაციო მილყელების ჯამურ გამტარუნარიანობას.
4. აირმათანაბრებელი სისტემით სარეზერვუარო პარკის აღჭურვისას დაუშვებელია სისტემით საავიაციო და საავტომობილო, აგრეთვე, ეთილირებული და არაეთილირებული ბენზინიანი რეზერვუარების გაერთიანება.
5. ნავთობპროდუქტები უნდა ინახებოდეს რეზერვუარებში, რომლებსაც აქვს ბენზინზეთმედეგი და ორთქლმედეგი შიგა დამცავი ფენა და აკმაყოფილებს ელექტროსტატიკური ნაპერწკალუსაფრთხოების მოთხოვნებს.
6. ელექტროსახურებელი მოწყობილობის ექსპლუატაცისას დაცულ უნდა იქნეს დამამზადებელი საწარმოს ინსტრუქციის მოთხოვნები.
თავი VII. უსაფრთხოების მოთხოვნები ელექტროდანადგარების ექსპლუატაციის მიმარ
„ნავთობის ბაზების უსაფრთხოების წესების დამტკიცების შესახებ" · რედაქცია 14.09.2012
მუხლი 24. ნავთობპროდუქტების შენახვა
თავი VI — უსაფრთხოების მოთხოვნები ნავთობპროდუქტების მიღების, გაცემისა და შენახვისას
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 18. საქვაბე
- მუხლი 19. საერთო მოთხოვნები
- მუხლი 20. რკინიგზის ცისტერნებში ნავთობპროდუქტების ჩასხმა-ჩამოსხმა
- მუხლი 21. ავტოცისტერნაში ნავთობპროდუქტების გაცემა
- მუხლი 22. გემების დატვირთვა-განტვირთვა
- მუხლი 23. ნავთობპროდუქტების გადატუმბვა ტექნოლოგიური მილსადენებით
- მუხლი 25. ელექტრომომარაგება, ელექტროდანადგარები
- მუხლი 26. მეხდაცვა
- მუხლი 27. სტატიკური ელექტრობისაგან დაცვა
- მუხლი 28. სამუშაოები აირსაფრთხიან ადგილებში, საშემდუღებლო სამუშაოები
- მუხლი 29. რეზერვუარების, სატუმბი დანადგარების და მილსადენების რემონტი და გაწმენდა
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „ნავთობის ბაზების უსაფრთხოების წესების დამტკიცების შესახებ", მუხლი 24, №1-1/2287, 07.10.2009, სარეგისტრაციო კოდი 300.380.000.22.024.013.638 (კონსოლიდირებული რედაქცია 14.09.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/86548/muxli-24/