1. ყოველი მარკის ნავთობპროდუქტი უნდა ინახებოდეს ცალკე, მისთვის განკუთვნილ რეზერვუარში. უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ყურადღება უნდა მიექცეს რეზერვუარის და მასზე დაყენებული მოწყობილობის ტექნიკურ მდგომარეობას, აგრეთვე, მეხდაცვის და სტატიკური ელექტრობისაგან დაცვის სისტემებს შესაბამისი სტანდარტის მოთხოვნათა დაცვით.
2. ლითონის რეზერვუარის მცურავი სახურავის, პონტონის ექსპლუატაცია და მომსახურება უნდა ხდებოდეს მათი ტექნიკური დოკუმენტაციის, შესაბამისი სტანდარტის და ექსპლუატაციის ინსტრუქციის შესაბამისად.
3. რეზერვუარის შევსების და დაცლის მწარმოებლურობა არ უნდა აღემატებოდეს მასზე დაყენებული სასუნთქი და მცველი სარქვლების, აგრეთვე, სავენტილაციო მილყელების ჯამურ გამტარუნარიანობას.
4. აირმათანაბრებელი სისტემით სარეზერვუარო პარკის აღჭურვისას დაუშვებელია სისტემით საავიაციო და საავტომობილო, აგრეთვე, ეთილირებული და არაეთილირებული ბენზინიანი რეზერვუარების გაერთიანება.
5. ნავთობპროდუქტები უნდა ინახებოდეს რეზერვუარებში, რომლებსაც აქვს ბენზინზეთმედეგი და ორთქლმედეგი შიგა დამცავი ფენა და აკმაყოფილებს შესაბამისი სტანდარტის მოთხოვნათა დაცვით.
6. ელექტროსახურებელი მოწყობილობის ექსპლუატაცისას დაცული უნდა იქნეს დამამზადებელი საწარმოს ინსტრუქციის მოთხოვნები.
ექსპლუატაციის მიმა