1. შესაბამისი სტანდარტის მიხედვით ნავთობის ბაზას უნდა ჰქონდეს:
ა) მის გეგმაზე დატანილი ელექტრომომარაგების სქემა, რომელზეც ნაჩვენები უნდა იყოს ძალური და ელექტროწევის ქსელები, ელექტროდანადგარების (სატრანსფორმატორო ქვესადგურების, მანაწილებელი მოწყობილობის და სხვ.) განლაგების ადგილები;
ბ) პრინციპული ცალხაზა სქემა, რომელზეც ნაჩვენები უნდა იყოს ძალური ქსელები, ელექტროდანადგარები, აგრეთვე, დენის სახე, სადენებისა და კაბელების კვეთები, მათი სიგრძეები, დანადგარების მარკა, ძაბვა და სიმძლავრე, ჩამიწების, დამცავი საკომუტაციო აპარატურის განლაგების ადგილები.
2. ნავთობის ბაზის ელექტრომომარაგების სქემა უნდა ითვალისწინებდეს ნავთობის ბაზის როგორც გარე, ისე შიგა ელექტრომომარაგებას. მისი მოწყობა უნდა განხორციელდეს პროექტის შესაბამისად.
3. საკაბელო ხაზები უნდა გადიოდეს შესაბამისი სტანდარტის მიხედვით, მათზე მაღალი ტემპერატურის გავლენის, წყლის, ნავთობპროდუქტების მოხვედრის გამომრიცხავ ადგილებში.
4. აფეთქებასაფრთხიანი შენობა-ნაგებობების ელექტროქსელებში და ელექტრომოწყობილობაში არსებული ყველა გაუმართაობა, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ნაპერწკლის წარმოქმნა, კაბელებისა და სადენების გადახურება, აგრეთვე ავარია- და ხანძარსაწინაღო დაცვის და მართვის ავტომატური სისტემების მტყუნება, უნდა აღმოიფხვრას. გაუმართავი ელექტროქსელები და ელექტრომოწყობილობა უნდა გაითიშოს მათ გამართულ მდგომარეობაში მოყვანამდე.
5. აფეთქებასაფრთხიან შენობებში და გარე ობიექტებზე აუცილებელია ელექტროდანადგარების ჩამიწება (ჩანულება) ნებისმიერი ძაბვის დროს. ასევე, უნდა ჩამიწდეს ლითონკონსტრუქციებზე (მიუხედავად მათი ჩამიწებისა) დამაგრებული ელექტრომოწყობილობა შესაბამისი სტანდარტის მიხედვით.
6. აფეთქებასაფრთხიან შენობებში (სატუმბი, ჩამოსასხმელი და სხვ.), აგრეთვე, ჩასასხმელ-ჩამოსასხმელ ესტაკადებსა და ბაქნებზე, სარეზერვუარო პარკში, თხრილებში, ჭებსა და სხვა ადგილებში, სადაც შესაძლებელია აფეთქებასაფრთხიანი აირების დაგროვება, ღამის საათებში გამოყენებული უნდა იქნეს აფეთქებადაცული შესრულების გადასატანი სანათები, რომელთა ჩართვა და გამორთვა უნდა ხდებოდეს ამ ადგილების საზღვრებს გარეთ შესაბამისი სტანდარტების მიხედვით.
7. ელექტრომომარაგების ქსელის, ელექტროდანადგარების მომსახურებისას გამოყენებული უნდა იქნეს დამცავი საშუალებები შესაბამისი სტანდარტის მიხედვი