1. ნავთობის ბაზის შენობები და ნაგებობები შესაბამისი სტანდარტის მიხედვით დაცული უნდა იქნეს მეხის პირდაპირი დარტყმისაგან, ელექტროსტატიკური და ელექტრომაგნიტური ინდუქციისაგან და მიწისზედა და მიწისქვეშა ლითონის კომუნიკაციების მეშვეობით მაღალი პოტენციალების შემოტანისაგან.
2. შენობები და ნაგებობები მეხის პირდაპირი დარტყმისაგან დაცული უნდა იქნეს ცალკე მდგომი ან დასაცავ ნაგებობაზე დაყენებული მეხსარიდებით.
3. მეხის პირდაპირი დარტყმისაგან რეზერვუარების დაცვა უნდა ხდებოდეს შესაბამისი სტანდარტის მიხედვით, ცალკე მდგომი ან თვით რეზერვუარზე დაყენებული მეხსარიდებით და ჩამამიწებლებთან მიერთებით
4. საწარმოო შენობებისა და ნაგებობების დაცვა ელექტროსტატიკური ინდუქციისაგან უზრუნველყოფილი უნდა იქნეს შენობაში დაყენებული ყველა დანადგარისა და აპარატის ლითონის კორპუსის, აგრეთვე, ლითონის კონსტრუქციის მიერთებით სპეციალურ ჩამამიწებელთან ან ელექტროდანადგარის დამცავ ჩამიწებასთან.
5. მიწისქვეშა ლითონის კომუნიკაციები საჭიროა შენობებში და ნაგებობებში შეყვანისას მიერთებული იყოს ნებისმიერ ჩამამიწებელთან შესაბამისი სტანდარტის დაცვი