1. ნავთობის ბაზის ტექნოლოგიური მილსადენების სქემა უნდა ითვალისწინებდეს ნავთობპროდუქტების გადატვირთვისათვის ყველა ძირითადი და დამხმარე ოპერაციების შესრულების შესაძლებლობას, აგრეთვე, ერთი რეზერვუარიდან მეორეში ნავთობპროდუქტის გადატუმბვის შესაძლებლობას აუცილებლობის ან ავარიის შემთხვევაში.

2. საავიაციო ტექნიკაში გამოყენებული ნავთობპროდუქტების, აგრეთვე, პირდაპირგამოხდილი ბენზინის და სხვა არაეთილირებული ბენზინების გადატუმბვა ტექნოლოგიური მილსადენებით უნდა ხდებოდეს მხოლოდ ერთი ჯგუფის ნავთობპროდუქტებისთვის განკუთვნილი მილსადენებით.

3. ყოველი გადატუმბვის წინ საჭიროა მილსადენების დათვალიერება და გამოვლენილი დეფექტების აღმოფხვრა. დათვალიერების დროს  ყურადღება უნდა მიექცეს საყრდენის მდგომარეობას, მის გამართულობას და მილების სწორ მდებარეობას. კომპენსატორებს, სახსრულ შეერთებებს უნდა ჰქონდეს თავისუფალი მოძრაობის შესაძლებლობა და უზრუნველყოფდნენ ჰერმეტულობას შესაბამისი სტანდარტის მიხედვით.

4. ნავთობპროდუქტების გადატუმბვის დროს დაუშვებელია მოცემული მილსადენისთვის ტექნიკური რეგლამენტით და შესაბამისი სტანდარტით დადგენილი წნევის გადამეტება.

5. მილსადენების ჰიდრავლიკური დარტყმისა და ავარიის თავიდან ასაცილებლად საკვალთების, ონკანების, ვენტილების გაღება და დახურვა უნდა ხდებოდეს შესაბამისი სტანდარტის მიხედვი