1. ავტოცისტერნაში ნავთობპროდუქტების გაცემა წარმოებს ავტოცისტერნის ესტაკადაზე მოწყობილი ჩასხმის სისტემის მეშვეობით.

2. ჩასხმის სისტემას, ჰიდრავლიკური დარტყმების და სტატიკური ელექტრობის გამოვლენის თავიდან ასაცილებლად, უნდა ჰქონდეს ჩასხმის დაწყებით და დამამთავრებელ სტადიებზე ნავთობპროდუქტის მიწოდების შემცირებული მწარმოებლურობის უზრუნველმყოფი მოწყობილობა.

3. ავტოცისტერნაში ნავთობპროდუქტის ჩასხმამდე უნდა შემოწმდეს ჩამკეტი არმატურის, ლიუკის სახურავის (შუასადებებთან ერთად), ნაპერწკალსაქრობის, ჩამამიწებელი მოწყობილობის გამართულობა და სახანძრო ინვენტარის არსებობა.

4. ავტოცისტერნის შევსება დაუშვებელია მისი ჩართული ძრავას და ესტაკადის ჩამამიწებელ კონტურთან ავტოცისტერნის ჩამამიწებელი მოწყობილობის მიერთების გარეშ