1. ადვილაალებადი და წვადი ნავთობპროდუქტების გასაცემად განკუთვნილი ავტოცისტერნის ესტაკადა მოწყობილი უნდა იქნეს სხვადასხვა მოედნებზე. დასაშვებია ასეთი ესტაკადა განთავსებულ იქნეს ერთ მოედანზე, თუ მასზე მოწყობილი იქნება ცეცხლმედეგი მასალისგან დამზადებული კედელი.
2. რეზერვუარებიდან ესტაკადის ჩამოსასხმელ მოწყობილობამდე შემაერთებელი მილსადენები ყველა სახის ნავთობპროდუქტისათვის უნდა იყოს განცალკევებული. ამ მილსადენებით ნავთობპროდუქტების თანამიმდევრობით გადატუმბვა დაუშვებელია.
3. ავტოცისტერნის ესტაკადა აღჭურვილი უნდა იქნეს არანაპერწკალწარმომქმნელი ბუნიკებიანი სახელოებით, რომელთა სიგრძე უნდა იძლეოდეს ავტოცისტერნის ფსკერამდე მათი ჩაშვების შესაძლებლობას.
4. ესტაკადასთან მისასვლელები უნდა იყოს უსაფრთხო და აღჭურვილი „წესების“ მე-6 მუხლის მე-3 პუნქტში აღნიშნული ამკრძალავი, მაფრთხილებელი და მაჩვენებელი ნიშნებით. მის ტერიტორიაზე ავტომანქანების შემხვედრი და გადამკვეთი ნაკადები დაუშვებელია