1. ნავთობის ბაზის რკინიგზის ესტაკადა მოწყობილი უნდა იქნეს რკინიგზის ჩიხის სწორ მონაკვეთზე.
2. დაუშვებელია ესტაკადიანი რკინიგზის ლიანდაგის გამოყენება ლოკომოტივის გამჭოლი გასვლისათვის, აგრეთვე, ესტაკადის ლიანდაგზე ნავთობპროდუქტებიანი ვაგონ-ცისტერნების მისაწოდებელი ლოკომოტივის შესვლა.
3. ელექტრიფიცირებული რკინიგზის ჩიხში რკინიგზის ცისტერნის შევსება და დაცლა, აგრეთვე, მასში ნავთობპროდუქტების დონის გაზომვა საკონტაქტო ქსელის გამორთვის გარეშე აკრძალულია. საკონტაქტო ქსელის გამორთვა და ჩართვა ნავთობის ბაზის განაცხადის მიხედვით ხდება რკინიგზის შესაბამისი სამსახურის მიერ.
4. რკინიგზის ესტაკადაზე დაუშვებელია:
ა) ვაგონ-ცისტერნების პროფილაქტიკური რემონტისა და გაწმენდის სამუშაოების ჩატარება;
ბ) ნაპერწკალწარმომქმნელი იარაღებისა და სამარჯვების გამოყენება;
გ) კოლექტორებით ერთი და იმავე სახის ნავთობპროდუქტების მიღება