1. ნავთობპროდუქტების მიღების, შენახვისა და გაცემის ტექნოლოგიური პროცესებისთვის განკუთვნილი შენობები და ნაგებობები აღჭურვილი უნდა იქნეს ტექნოლოგიური დანადგარებისა და მოწყობილობის ექსპლუატაციის მოთხოვნების შესაბამისი ვენტილაციით.
2. შენობა-ნაგებობების ვენტილაცია ძირითადი და სარემონტო სამუშაოების ჩატარების დროს სამუშაო ადგილზე და სამუშაო ზონაში უნდა უზრუნველყოფდეს საჭირო ტემპერატურას, ფარდობით ტენიანობას, აგრეთვე, ამცირებდეს ჰაერში მავნე ნივთიერებების შემცველობას.
3. მომდენი (გამწოვი) ვენტილაციის სისტემა ჰაერის აღებისას (გაშვებისას) უნდა გამორიცხავდეს სისტემაში აფეთქებასაფრთხიანი ორთქლის მოხვედრას (აფეთქების შესაძლებლობას).
4. ყველა სავენტილაციო სისტემა საიმედოდ უნდა იყოს ჩამიწებული.
5. ავარიული ვენტილაციის სისტემა გათვალისწინებული უნდა იქნეს იმ საწარმოო შენობებში, სადაც შესაძლებელია ჰაერში უეცრად დიდი ოდენობით მავნე და აფეთქებასაფრთხიანი ნივთიერებების წარმოქმნა.
6. სავენტილაციო სისტემის ეფექტურობის შემოწმება უნდა ხდებოდეს წელიწადში ერთხელ, აგრეთვე, კაპიტალური რემონტისა და რეკონსტრუქციის შემდეგ