1. სამუშაოს სპეციფიკის, დასაქმებულების ფიზიკური დატვირთვის, ასევე ჰაერის მოძრაობის, ტემპერატურისა და ტენიანობისთვის დადგენილი ნორმების გათვალისწინებით, დახურულ სამუშაო სივრცეში უნდა იყოს საკმარისი ვენტილაცია, რომელიც უზრუნველყოფს სათანადო რაოდენობის ჰაერის გადინებას/შემოდინებას.

2. როდესაც სამუშაო სივრცის ვენტილაცია ხორციელდება ბუნებრივად ფანჯრების მეშვეობით ან კედლებსა და ჭერში დატოვებული საჰაეროების საშუალებით, მათი გახსნა-დაკეტვის მექანიზმი უნდა იყოს განთავსებული ხელმისაწვდომ ადგილას.

3. ბუნებრივი ვენტილაციის წყაროების რაოდენობა, ზომები, მდებარეობა და ფორმა ისე უნდა იქნეს შერჩეული, რომ ჰაერის მოძრაობა და მიკროკლიმატური პირობები დაცული იყოს როგორც ზაფხულის, ისე ზამთრის პერიოდებში.

4. სამუშაო სივრცეში ნორმალური მიკროკლიმატის პირობებში, მავნე ფაქტორების ზემოქმედების გარეშე, სუფთა ჰაერის მოცულობა, ბუნებრივი ვენტილაციის არარსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოფილი უნდა იყოს ხელოვნური ვენტილაციით ისე, რომ თითოეულ დასაქმებულსა და სხვა პირებზე მოდიოდეს მინიმუმ 30 მ3/სთ, ხოლო დიდი ფიზიკური დატვირთვის შემთხვევაში − 50 მ3/სთ.

5. თუ სამუშაო სივრცე აღჭურვილია კონდიცირების ან მექანიკური ვენტილაციის სისტემით, ისინი უნდა მოეწყოს იმგვარად, რომ არ მოხდეს ჰაერის გამოშრობა.

6. ხელოვნური ვენტილაციის გამოყენების შემთხვევაში, სისტემა  უნდა იყოს გამართული და ხორციელდებოდეს მისი რეგულარული ტექნიკური შემოწმება.

7. პერიოდულად უნდა გაიწმინდოს ვენტილაციის სისტემაში დაგროვებული ჭუჭყი, რომელიც აბინძურებს გარემოს და საფრთხეს უქმნის დასაქმებულებსა და სხვა პირებს.

8. ტოქსიკური ნივთიერებების ან ფეთქებადი კონცენტრატების შემთხვევითი გაჟონვის საფრთხის არსებობის შემთხვევაში, სამუშაო სივრცე და სამუშაო ადგილი აღჭურვილი უნდა იყოს ავტომატიზებული სავენტილაციო სისტემით, რომელსაც ექნება სათანადო მაკონტროლებელი სისტემ