1. დასაქმებულთა უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის მიზნით, დახურულ სამუშაო სივრცეს უნდა გააჩნდეს საკმარისი ფართი და სიმაღლე.

2. სამუშაო სივრცეში ღია, თავისუფალი ადგილები ისეთი ზომის უნდა იყოს, რომ დასაქმებულებმა იოლად შეძლონ გადაადგილება და სამუშაოს შესრულება. თუ აღნიშნული სტანდარტის დაცვა შეუძლებელია, მაშინ დასაქმებულებს უნდა ჰქონდეთ საკმარისი სამოძრაო სივრცე სამუშაო ადგილის სიახლოვეს.

3. თითოეული დასაქმებულისთვის თავისუფალი სივრცე უნდა იყოს მინიმუმ 2 მ2.

4. გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა, სამუშაო სივრცის სიმაღლე, სადაც ხანგრძლივად სრულდება სამუშაო, არ უნდა იყოს 2.3 მ-ზე ნაკლებ