1. სამუშაოს სპეციფიკის, გამოსაყენებელი ოთახების ან სივრცეების, სატრანსპორტო საშუალებებისა და ტვირთზიდვის მოცულობის გათვალისწინებით, ასევე ავარიის ან ხანძრის შემთხვევაში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უსაფრთხო ევაკუაციის მოთხოვნების მიხედვით უნდა განისაზღვროს კარისა და ჭიშკრის განლაგება, რაოდენობა, ზომები და მათი დასამზადებელი მასალა.

2. გამჭვირვალე ტიპის კარზე შეჯახების თავიდან ასაცილებლად, თვალსაჩინო ადგილზე განთავსებული უნდა იყოს ნიშნები.

3. მბრუნავი კარი და ჭიშკარი დამზადებული უნდა იყოს გამჭვირვალე მასალისგან ან უნდა გააჩნდეს ხედვის არეალი.

4. თუ გამჭვირვალე ან ნახევრად გამჭვირვალე კარისა და ჭიშკრის ზედაპირი დამზადებული არ არის უსაფრთხო მასალისგან და არსებობს დასაქმებულის დაზიანების საშიშროება, მას უნდა გააჩნდეს დასაქმებულთა დაცვის მიზნით სათანადო დამცავი მექანიზმი.

5. გასაწევი კარი და ჭიშკარი დამაგრებული უნდა იყოს დამცავი მოწყობილობით, რათა არ მოხდეს მათი უკონტროლო დახურვა ან ამოვარდნა რელსიდან.

6. ქვემოდან ზემოთ ასაწევი კარი და ჭიშკარი, ჩამოვარდნის თავიდან აცილების მიზნით, დამაგრებული უნდა იყოს დამატებითი დამცავი მოწყობილობით.

7. სატრანსპორტო საშუალებებისთვის განკუთვნილი კარი და ჭიშკარი უნდა იყოს მუდმივად თავისუფალი, განცალკევებული უნდა იყოს ფეხით მოსიარულეთათვის განკუთვნილი გასასვლელებისგან და ნიშანდებული უნდა იყოს ფეხით მოსიარულეთათვის გადაადგილების ამკრძალავი ნიშნებით.

8. ავტომატიზებული კარი და ჭიშკარი ისე უნდა ფუნქციონირებდეს, რომ დასაქმებულებსა და სხვა პირებს არ უქმნიდეს საფრთხეს და აღჭურვილი უნდა იყოს ავარიული რეგულირების სისტემით. ელექტროენერგიის გათიშვის შემთხვევაში, შესაძლებელი უნდა იყოს ავტომატიზებული კარების მექანიკურად გაღება.

9. საევაკუაციო გასასვლელებთან არსებული ყველა კარი უნდა იყოს სათანადო წესით ნიშანდებული. შესაძლებელი უნდა იყოს შიგნიდან მისი გაღება დახმარების გარეშე მაშინაც კი, როდესაც დასაქმებულები და სხვა პირები იმყოფებიან სამუშაო სივრცეშ