1. დამსაქმებელი ვალდებულია, შესაბამისი რისკების გათვალისწინებით, უზრუნველყოს დასაქმებულისათვის ან/და მათი წარმომადგენლებისათვის, კონტრაქტორებისათვის ან სამუშაო სივრცეში მყოფი ნებისმიერი სხვა პირისათვის ინფორმაციის მიწოდება პოტენციური რისკების, ასევე იმ ზომების შესახებ, რომლებიც მიღებულია სამუშაო სივრცეში უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის უზრუნველსაყოფად.
2. „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად, დამსაქმებელმა უნდა უზრუნველყოს შრომის უსაფრთხოების საკითხებში დასაქმებულების ან/და დასაქმებულთა წარმომადგენლის მონაწილეობა, რაც გულისხმობს დასაქმებულებთან კონსულტაციებსა და დასაქმებულის ან დასაქმებულთა წარმომადგენლის მიერ შრომის უსაფრთხოების შესახებ წინადადებების ინიციირების უფლება