1. საფრთხის შემცველ ადგილებში უნდა განისაზღვროს და დაიგეგმოს უსაფრთხო სამოძრაო მარშრუტები.

2. როგორც ფეხით მოსიარულეთათვის, ასევე − სატრანსპორტო საშუალებებისთვის, სამოძრაო მარშრუტები, მათ შორის, კიბეები, ფიქსირებული ასასვლელები და ფიქსირებული ან მოძრავი სატვირთო პლატფორმები, ბაქნები და პანდუსები ისე უნდა განლაგდეს, რომ იოლი იყოს მათზე უსაფრთხოდ გადაადგილება.

3. დაწესებულების სპეციფიკის გათვალისწინებით, უნდა განისაზღვროს ფეხით მოსიარულეთა და ტვირთის ტრანსპორტირების უსაფრთხო მარშრუტების გზები, თუ სატრანსპორტო საშუალებები გამოიყენება სამოძრაო გზებზე, ფეხით მოსიარულეთათვის დაცული უნდა იქნეს უსაფრთხო დისტანცია.

4. სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილების მარშრუტებსა და ჭიშკრებს, კარებს, ფეხით მოსიარულეთა გადაადგილების ზოლებს, კორიდორებსა და კიბეებს შორის უნდა არსებობდეს გამყოფი ზოლი.

5. დასაქმებულთა უსაფრთხოებიდან გამომდინარე, სასაწყობო სათავსებში სატრანსპორტო გზები უნდა იყოს ნათლად იდენტიფიცირებადი.

6. საფრთხის შემცველი ადგილები უნდა იყოს იდენტიფიცირებული და სათანადო წესით ნიშანდებული, ამასთან, აღჭურვილი უნდა იყოს  იმგვარად, რომ გამოირიცხოს ამ ტერიტორიაზე არაუფლებამოსილი პირების შესვლა.

7. სამუშაო სივრცეში საფრთხის შემცველი ადგილები (ასეთის არსებობის შემთხვევაში) უნდა აღიჭურვოს სათანადო დაცვის საშუალებებით და განისაზღვროს ამ ტერიტორიაზე დაშვების უფლების მქონე პირ(ებ)ი, ამასთან, უზრუნველყოფილი უნდა იყოს უფლებამოსილი პირების უსაფრთხოების დაცვ