1. წლის ცივი და თბილი პერიოდების გათვალისწინებით, სამუშაო საათებში დახურულ სამუშაო სივრცეებში ჰაერის ტემპერატურა უნდა შეესაბამებოდეს სამუშაო სპეციფიკასა და დასაქმებულების ან ამ სივრცეში მყოფი სხვა პირების ფიზიკურ დატვირთვას, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
2. მოსასვენებელ ადგილებში, სამორიგეო ოთახებში, სანიტარიულ ობიექტებში, სასადილოებსა და პირველადი სამედიცინო დახმარების ოთახებში ტემპერატურა უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ამ კონკრეტული ადგილების დანიშნულების შესაბამისი.
3. სამუშაო პროცესის შეუფერხებლად წარმართვის მიზნით, ფანჯრებზე, მინის ტიხრებსა და ჭერზე დამონტაჟებულ სინათლის ჭრილებზე, მზის სხივების ჭარბი რაოდენობისგან დასაცავად, სამუშაო ადგილი უნდა აღიჭურვოს სათანადო დამცავი საშუალებები