1. დამხმარე სანიტარიული სათავსები შესაძლებელია, განთავსდეს როგორც უშუალოდ სამუშაო შენობებში, ასევე − სამუშაო ადგილთან ახლოს ცალკე მდგომ შენობებში. სამუშაოს შესრულებისთვის განკუთვნილი შენობები უნდა იყოს უზრუნველყოფილი დამხმარე სანიტარიული სათავსებითა და სანიტარიული კვანძებით, როგორებიცაა: ხელსაბანები და საპირფარეშოები, ხოლო, საჭიროების შემთხვევაში,  სააბაზანოები/საშხაპეები, მოსაწევი ადგილები, სამუშაო ტანსაცმლის რეცხვისა და დეზინფექციის ოთახები.

2. დამხმარე სანიტარიული სათავსებისა და სანიტარიული კვანძების ფართი უნდა შეესაბამებოდეს მათი გამოყენების მიზნობრიობას. სანიტარიული სათავსებისა და სანიტარიული კვანძებისთვის განკუთვნილი ოთახების ჭერის სიმაღლე დამოკიდებულია მომხმარებელთა რაოდენობასა და ოთახების დანიშნულებაზე, მაგრამ არანაკლებ 2 მეტრის