1. მონიტორიან დანადგარებთან დაკავშირებულ სამუშაო ადგილებზე შესაძლებელი უნდა იყოს მონიტორიანი მოწყობილობის აუცილებელი კომპონენტების განთავსება.
2. მონიტორიან მოწყობილობაზე შესასრულებელი სამუშაოს ძირითადი მოთხოვნები და მახასიათებლები არ უნდა უშლიდეს ხელს სამუშაო ადგილებთან დაკავშირებულ მინიმალურ მოთხოვნათა შესრულებას.
3. მონიტორის ეკრანი და მასზე გამოსახული სიმბოლოები უნდა იყოს კარგად გამოკვეთილი და ფორმირებული, სათანადო ზომისა და სიმბოლოებს შორის შესაბამისი დაშორებებით, არ უნდა ირეკლავდეს ან გააჩნდეს ისეთი ანარეკლი, რომელიც დისკომფორტს შეუქმნის დასაქმებულს.
4. გამოსახულება მონიტორის ეკრანზე უნდა იყოს სტაბილური, ციმციმის ან სხვა სახის არასტაბილურობის გარეშე.
5. დასაქმებულს მარტივად უნდა შეეძლოს მონიტორის განათების რეგულირება და, საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელი უნდა იყოს მონიტორის თავისუფლად მოძრაობა დამატებითი საყრდენის ან რეგულირებადი მაგიდის გამოყენებით.
6. კლავიატურა განცალკევებული უნდა იყოს მონიტორისგან (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მათი განცალკევება ტექნიკურად შეუძლებელია) და შესაძლებელი უნდა იყოს მისი დახრის რეგულირება, რათა დასაქმებულს შეეძლოს მისთვის მოსახერხებელი სამუშაო პოზის შერჩევა, ხელებისა და მაჯის გადაღლის თავიდან აცილების მიზნით.
7. კლავიატურის წინ უნდა იყოს საკმარისი ადგილი იმისათვის, რომ დასაქმებულს შეეძლოს ხელებითა და მაჯით სამუშაო ზედაპირზე დაყრდნობა.
8. კლავიატურას, ანარეკლის თავიდან ასაცილებლად, უნდა გააჩნდეს გლუვი ზედაპირი.
9. კლავიატურის ღილაკების განლაგება და მასზე დატანილი სიმბოლოები უნდა იყოს საკმარისად გარჩევადი და წაკითხვადი და ხელს უნდა უწყობდეს მის მარტივად გამოყენებას.
10. სამუშაო მაგიდას ან სამუშაო ზედაპირს უნდა გააჩნდეს საკმარისი ფართი, სადაც მონიტორი, კლავიატურა, დოკუმენტები და სხვა აღჭურვილობა მოხერხებულად განთავსდება.
11. საბუთების სათავსი უნდა იყოს მყარი და რეგულირებადი და უნდა განთავსდეს ისე, რომ მინიმუმამდე შემცირდეს თვალისა და თავის არაკომფორტული მოქმედებები.
12. დასაქმებულს სამუშაო მაგიდასთან უნდა ჰქონდეს საკმარისი სივრცე, რათა შეეძლოს მისთვის მოსახერხებელი სამუშაო მდგომარეობის დაკავება.
13. დამსაქმებელი ვალდებულია, მიაწოდოს დასაქმებულებს ან/და მათ წარმომადგენლებს ინფორმაცია შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის ყველა ასპექტის, განსაკუთრებით კი − დასაქმებულების მხედველობის დამაზიანებელი ფაქტორების შესახე