1. სატვირთო პლატფორმები, ბაქნები და პანდუსები უნდა შეესაბამებოდეს ტვირთის პარამეტრებსა და დატვირთვა-გადმოტვირთვის სტანდარტებს.

2. ტექნიკური შესაძლებლობების არსებობის შემთხვევაში, სატვირთო პლატფორმებსა და პანდუსებს უნდა გააჩნდეთ, სულ მცირე, ერთი გასასვლელი, ხოლო თუ სატვირთო პლატფორმებისა და პანდუსების სიგანე 20 მეტრს აღემატება, უნდა ჰქონდეთ ორივე მხრიდან გასასვლელი.

3. სატვირთო პლატფორმები უნდა იყოს აგებული იმგვარად, რომ თავიდან იქნეს აცილებული დასაქმებულებისა და სხვა პირების ან ტვირთვის გადმოვარდნა.

4. პანდუსები, რომელთა სიმაღლეც აღემატება 1 მეტრს, აღჭურვილი უნდა იყოს დამცავი მოაჯირი