1. სამუშაო სპეციფიკისა და დასაქმებულების აქტივობების გათვალისწინებით, შენობა-ნაგებობებს, სადაც განთავსებულია სამუშაო სივრცეები/ადგილები, შესაძლებელია ჰქონდეთ სათანადო თერმოიზოლაცია.

2. სამუშაო სივრცის იატაკი არ უნდა იყოს სრიალა, სახიფათო უსწორმასწორო ზედაპირის, ამასთანავე, უნდა იყოს მყარი, ნახვრეტების, დაქანებისა და ამობურცვების გარეშე.

3. შესაძლებელი უნდა იყოს სამუშაო სივრცის იატაკის სველი წესით დამუშავება/დალაგება და, საჭიროების შემთხვევაში, მისი დეზინფექცია.

4. სამუშაო სივრცის იატაკები და კედლები დამზადებული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული ისეთი მასალებისგან, რომლებიც არ გამოყოფს ჯანმრთელობისათვის მავნე ნივთიერებებს.

5. სამუშაო სივრცეში გამჭვირვალე და ნახევრად გამჭვირვალე კედლები და ტიხრები დამზადებული უნდა იყოს ისეთი მასალისგან, რომ დაზიანების შემთხვევაში საფრთხეს არ უქმნიდეს დასაქმებულებსა და სხვა პირებს და უნდა იყოს სათანადო წესით ნიშანდებული.

6. სახურავზე (სხვა სიმაღლეებსა და არამედეგ ზედაპირებზე) ასვლა დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მიღებულია დაცურების ან ჩამოვარდნის თავიდან აცილების უსაფრთხოების ზომები.

7. დასაქმებულებსა და სხვა პირებს უნდა შეეძლოთ ფანჯრების, სარკმელებისა და სავენტილაციო ღიობების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) უსაფრთხოდ გაღება, დახურვა ან გამოწევა, ხოლო მათი გაწმენდისას − საფრთხე არ უნდა შეექმნათ შენობაში და მის გარშემო მყოფ პირებს. ასევე დასაქმებულებისთვის ღია ფანჯარა არ უნდა იყოს საფრთხის შემცველ