1. ამ რეგლამენტის მიზნებისთვის გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) მინიმალური მოთხოვნები − ამ რეგლამენტით გათვალისწინებულ სამუშაო სივრცესა და სამუშაო ადგილზე უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის მინიმალური მოთხოვნები;
ბ) სამუშაო სივრცე − ყველა სამუშაო ადგილისა და იმ ტერიტორიის ერთობლიობა, სადაც დასაქმებული და სხვა პირი იმყოფებიან/ გადაადგილდებიან სამსახურებრივი დანიშნულებით და რომლებსაც პირდაპირ ან არაპირდაპირ დამსაქმებელი აკონტროლებს;
გ) სამუშაო ადგილი − კონკრეტული ადგილი, სადაც დასაქმებული და სხვა პირი უშუალოდ ახორციელებენ შრომით საქმიანობას;
დ) ერგონომიკა − სამუშაო ადგილის, მოწყობილობა-დანადგარებისა და ადამიანის ურთიერთქმედების პროცესი, რომელიც მიზნად ისახავს უსაფრთხო, კომფორტული სამუშაო ადგილის შექმნასა და სამუშაო გარემოს გაუმჯობესებას, დასაქმებულის ჯანმრთელობის დაზიანებისა და დაზიანების რისკის შესამცირებლად;
ე) დასრულებული შენობა-ნაგებობა − შენობა-ნაგებობა, სადაც ძირითადი რიგის სამუშაოები სრულად არის განხორციელებული;
ვ) დამსაქმებელი − საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს შრომის კოდექსი“ გათვალისწინებული ფიზიკური ან იურიდიული პირი ან/და პირთა გაერთიანება, რომლისთვისაც შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე სრულდება გარკვეული სამუშაო, აგრეთვე „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული საჯარო დაწესებულება;
ზ) დასაქმებული − საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს შრომის კოდექსი“ გათვალისწინებული ფიზიკური პირი, რომელიც შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე დამსაქმებლისათვის ასრულებს გარკვეულ სამუშაოს, აგრეთვე „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული საჯარო მოსამსახურე.
2. ამ რეგლამენტში გამოყენებულ სხვა ტერმინთა განმარტებისას უპირატესად გამოიყენება „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონ