1. ელექტრომოწყობილობები და გაყვანილობები დაპროექტებული და დამონტაჟებული უნდა იყოს შესაბამისი მარეგულირებელი ნორმების დაცვით ისე, რომ სამუშაო სივრცე სათანადოდ იყოს დაცული ხანძრისა და აფეთქების საფრთხეებისგან.
2. დასაქმებულები და სხვა პირები სათანადოდ უნდა იყვნენ დაცული ელექტრომოწყობილობებსა და გაყვანილობებთან პირდაპირი ან არაპირდაპირი კონტაქტით გამოწვეული დაზიანებისაგან.
3. ელექტრომოწყობილობების პროექტირების, მონტაჟის, დამცავი საშუალებებისა და მასალების შერჩევისას დაცული უნდა იყოს მათი შესაბამისობა ელექტროძაბვის სიმძლავრესთან, გარე პირობებთან, სამუშაო პროცესთან.
4. დასაქმებულებსა და სხვა პირებს, რომელთაც შეხება აქვთ ელექტრომოწყობილობებსა და გაყვანილობებთან, უნდა გააჩნდეთ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი კომპეტენცია და კვალიფიკაცია.
5. ელექტრომოწყობილობებისა და დანადგარების ტექნიკური მომსახურება უნდა განხორციელდეს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების დაცვით, შესაბამისი კვალიფიკაციისა და უნარების მქონე პირ(ებ)ის მიე