1. იმ შენობა-ნაგებობებში განთავსებული სამუშაო სივრცე/სამუშაო ადგილი, რომელზედაც გაცემულია მშენებლობის ნებართვა ამ დადგენილების ამოქმედების შემდეგ, უნდა აკმაყოფილებდეს რეგლამენტით გათვალისწინებულ მინიმალურ მოთხოვნებს.
2. გარდა ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა, ამ რეგლამენტით დამტკიცებული „სამუშაო სივრცეში უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის მინიმალური მოთხოვნების“ მე-5 მუხლის, მე-8 მუხლის პირველი − მე-5 პუნქტების, მე-9, მე-10 და მე-11 მუხლების, მე-15 მუხლის მე-7 პუნქტის, მე-16 მუხლის მე-3 პუნქტის, მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის, მე-20 მუხლის მე-5 პუნქტის, 21-ე მუხლის მე-4 პუნქტის, 22-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 24-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტების მოქმედება არ ვრცელდება იმ სამუშაო სივრცესა და სამუშაო ადგილზე, რომლებიც განთავსებულია იმ შენობა-ნაგებობებში, რომლებზეც მშენებლობის ნებართვა გაიცა ამ დადგენილების ამოქმედებამდე.
3. სამუშაო სივრცესა და სამუშაო ადგილზე, რომლებიც განთავსებულია იმ შენობა-ნაგებობებში, რომლებზეც მშენებლობის ნებართვა გაიცა ამ დადგენილების ამოქმედებამდე, დადგენილების ძალაში შესვლიდან ორი წლის ვადაში, გარდა ამავე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული გამონაკლისი შემთხვევებისა, უზრუნველყოფილი უნდა იყოს მინიმალური მოთხოვნების შესრულება.
4. ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული გარდამავალი რეგულირება არ ვრცელდება იმ შემთხვევებზე, როდესაც სამუშაო სივრცესა და სამუშაო ადგილზე დამსაქმებლის შესაბამისი ვალდებულება ამ დადგენილების ამოქმედებამდე გათვალისწინებული იყო საქართველოს მოქმედი შრომის უსაფრთხოების კანონმდებლობით.
5. სამუშაო სივრცესა და სამუშაო ადგილზე განხორციელებული რაიმე ცვლილების, გაფართოების ან რეკონსტრუქციის შემთხვევაში, დამსაქმებელი ვალდებულია, მიიღოს აუცილებელი ზომები, რომლებიც უზრუნველყოფს ამ ცვლილებების/გაფართოების/რეკონსტრუქციის მინიმალურ მოთხოვნებთან შესაბამისობას.
სამუშაო სივრცეში უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის მინიმალური მოთხოვნე