1. სამუშაო სივრცეებში სამუშაოს დაგეგმვა და ორგანიზება უნდა განხორციელდეს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი სახანძრო უსაფრთხოების ნორმების დაცვით.

2. სამუშაო სივრცეები, შენობების ზომისა და გამოყენების პარამეტრების, შენობაში განთავსებული დანადგარების, იქ არსებული ნივთიერებების ფიზიკური და ქიმიური თვისებებისა და დასაქმებულისა და სხვა პირების მაქსიმალური რაოდენობის გათვალისწინებით, აღჭურვილი უნდა იყოს შესაბამისი ხანძარსაწინააღმდეგო საშუალებებით და, საჭიროების შემთხვევაში, ხანძრის დეტექტორებითა და საგანგაშო სისტემებით, ხოლო სახანძრო უსაფრთხოების სხვა მოთხოვნების დაცვა უზრუნველყოფილ უნდა იქნეს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად.

3. არაავტომატიზებული ხანძარსაწინააღმდეგო მოწყობილობები უნდა იყოს იოლად ხელმისაწვდომი, გამოსაყენებლად მარტივი და სათანადო ნიშნებით იდენტიფიცირებული. სათანადო ნიშნები უნდა განთავსდეს სპეციალურ ადგილებში, სახანძრო უსაფრთხოების წესების დაცვი