1. „ტექნიკური რეგლამენტი − სამუშაო სივრცეში უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის მინიმალური მოთხოვნების შესახებ“ (შემდგომში − რეგლამენტი) შემუშავებულია „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მიზნებიდან გამომდინარე და ამტკიცებს „სამუშაო სივრცეში უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის მინიმალურ მოთხოვნებს“.

2. რეგლამენტით გათვალისწინებული მინიმალური მოთხოვნები ვრცელდება დასრულებულ/ექსპლუატაციაში მიღებულ შენობა-ნაგებობებში განთავსებულ სამუშაო სივრცეზე.

3. რეგლამენტი ვრცელდება „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით გათვალისწინებულ სამუშაო ადგილებზე (მათ შორის, სამუშაო ადგილზე სტაჟირების გავლის შემთხვევაში).

4. რეგლამენტი არ ვრცელდება:

ა) სატრანსპორტო საშუალებებზე, რომლებიც გამოიყენება დაწესებულების გარეთ, მათ შორის, სატრანსპორტო საშუალებების შიგნით არსებულ სამუშაო ადგილებზე;

ბ) დროებით შექმნილ ან მობილურ სამუშაო ადგილებზე;

გ) სამთო მოპოვებით მრეწველობაზე;

დ) თევზჭერის კატარღებზე;

ე) ისეთ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებსა და სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე განთავსებულ სამუშაო ადგილებზე, რომლებიც მდებარეობს საწარმო შენობა-ნაგებობებისგან მოშორებით.

5. დამსაქმებელს შეუძლია, სამუშაოს სპეციფიკიდან გამომდინარე, მისი დაწესებულების რისკის დონის გათვალისწინებით, შეიმუშაოს ამ რეგლამენტზე უფრო მაღალი სტანდარტი, დასაქმებულის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვის გაუმჯობესების მიზნი