2. კედლებისა და ჭერის შეთეთრება უნდა ჩატარდეს არანაკლებ წელიწადში ერთხელ.
3. საწყობში უნდა გამოიყოს სათავსი მომსახურე პერსონალისათვის, აღჭურვილი გათბობით, ტანსაცმლის შესანახი კარადებით, პირსაბანით, საპონითა და პირსახოცით.
4. მთელ საკვებ ნედლეულს, რომელიც საწყობში შემოდის, უნდა ჰქონდეს შესაბამისი ხარისხის მოწმობა (სერტიფიკატი), უნდა ინახებოდეს პარტიებად, უნდა იყოს ნიშანდებული (№-თა და შემოსვლის თარიღით). ყოველი პარტიიდან ნიმუში გამოკვლევისათვის უნდა გადაეცეს ლაბორატორიას. ნედლეულის წარმოებაში დაშვება შესაძლებელია მხოლოდ ლაბორატორიის დასკვნის მიღების შემდეგ, რომელიც მის ვარგისიანობასა და მოქმედ ნორმატიულ-ტექნიკურ მოთხოვნებთან შესაბამისობას დაადასტურებს.
5. საწყობში ყუთები მზა პროდუქციით უნდა ინახებოდეს კედლებიდან 70 სმ-ის მოშორებით მათ შორის, გასასვლელებით.
6. დაფასოებული ნედლეული უნდა ინახებოდეს ტომრებში, ხის საფენებზე დაშორებით იატაკიდან 25-30 სმ-სა, ხოლო კედლიდან 70 სმ-ის დაშორებით. ხის საფენებს შორის მანძილი უნდა იყოს 0.5 მ და მთავარი გასასვლელის სიგანე უნდა იყოს არანაკლებ 1.5 მეტრის.
7. საკვები ნედლეულის შენახვისათვის განკუთვნილ საწყობებში კატეგორიულად აკრძალულია მათი არასაკვებ მასალებსა და ნარჩენებთან ერთობლივი შენახვა.
8. სასაწყობო სათავსების სავენტილაციო ხვრელები უნდა დაიხუროს 5X5 მმ ზომის თვლიანი ლითონური ბადეებით, ფრინველების შემოფრენისა და მღრღნელების შემოღწევის თავიდან აცილების მიზნით.
9. სასაწყობო სათავსის (ჭერის, კედლების, იატაკის) დალაგება უნდა ჩატარდეს არანაკლებ კვირაში ერთხელ, ხოლო იატაკის მორეცხვა საჭიროების მიხედვით.
10.ქარხანაში ჭურჭელთან ერთად შემოსული საბრუნავი ყუთები უნდა შემოწმდეს სიმყარესა და სისუფთავეზე. აუცილებლობის შემთხვევაში უნდა ჩატარდეს ყუთების მექანიკური გაწმენდა და გარეცხვა.
11.ზამთრის პერიოდში ქარხანაში შემოსული ბოთლები სასაწყობო სათავსში უნდა დაყოვნდეს არანაკლებ 5 საათი, ტემპერატურული ვარდნის ხარჯზე ჭურჭლის მსხვრევის თავიდან აცილების მიზნით.