2. მომსახურე პერსონალი, რომელიც საწარმოო სათავსებს ალაგებს, აღჭურვილი უნდა იყოს ინვენტარით, სარეცხი და საწმენდი საშუალებებით (სოდა, ფხვნილი, საპონი და ა.შ.), წყალგაუმტარი სპეცტანსაცმლით, ფეხსაცმლითა და რეზინის ხელთათმანებით.
3. ყოველი ცვლის ბოლოს, დალაგების დამთავრების შემდეგ, მთელი დასალაგებელი ინვენტარი უნდა გაირეცხოს და დეზინფიცირდეს ქლორიანი კირის 2%-იანი ხსნარით. საწარმოოს სათავსების დასალაგებელი ინვენტარი უნდა ინახებოდეს ცალკე კარადაში. მათი გამოყენება სხვა მიზნებისათვის აკრძალულია.
4. ცვლის დამთავრების შემდეგ უნდა ჩატარდეს ყველა სათავსის, მოწყობილობებისა და ინვენტარის სველი წესით დალაგება. სველი ჩვრით უნდა გაიწმინდოს კარებები, პანელები, კარნიზები, რაფები, გასათბობი ხელსაწყოები, მილსადენები და ა.შ. შემდეგ უნდა მოხდეს იატაკების დალაგება. ნესტიან სათავსებში დალაგება ტენის სრულ მოცილებამდე უნდა ჩატარდეს.
5. ფანჯრის მინები, შიდა ჩარჩოები და ჩარჩოებს შორის სივრცეები უნდა გაიწმინდოს გაჭუჭყიანების მიხედვით.
6. ყველა სათავსის შეთეთრება და შეღებვა უნდა ჩატარდეს არანაკლებ წელიწადში ერთხელ. ამასთან, ჭერი, კედლები, კუთხეები მათზე ჭუჭყიანი ლაქების, ნესტის, ჩამონადენის, ობის, ჭვარტლისა და ა.შ. არსებობისას უნდა შეთეთრდეს და შეიღებოს გაჭუჭყიანების მიხედვით. ობის გაჩენისას კედლები, ჭერი, კუთხეები, შეთეთრების წინ უნდა დამუშავდეს სოკოს საწინააღმდეგო ანტისეპტიკით, მაგალითად, შაბიამნის 2-4%-იანი კონცენტრაციის ხსნარით, ადგილები ჩამოცვენილი ბათქაშით დაუყოვნებლივ უნდა შეთეთრდეს ან შეირებოს.
7. კიბის უჯრედის მოაჯირები უნდა გაიწმინდოს სველი ჩვრით. სივრცეები რადიატორების უკან მტვრისა და ნაგვისაგან გაჭუჭყიანების მიხედვით უნდა გაიწმინდოს.
8. ლიფტის კაბინები, უსაფრთხოების ტექნიკის წესების დაცვით, ყოველდღიურად უნდა გაიწმინდოს.
9. სავენტილაციო კამერები და არხები პერიოდულად უნდა გაიწმინდოს მათი გაჭუჭყიანების მიხედვით, შესაბამისი სპეციალობის (ელექტრომონტიორების, ზეინკლების) მუშაკთა მიერ მოტორებისა და ჩამრაზების სრული გამორთვისა