2. მილსადენები უნდა შეიღებოს ზეთის საღებავებით (გოსტი 14202-69).

3. გარეგანი ღიობები (ფანჯრები და შუკუმები) წლის თბილ პერიოდში მწერების შეღწევისაგან დაცულ უნდა იქნეს ლითონის ბადეებით.

4. სათავსის ჭერი და კედლები უნდა მობათქაშდეს და შეთეთრდეს, გარდა ამისა, საწარმოს სათავსების კედლები უნდა მოპირკეთდეს ისეთი მასალით, რომელიც სველი დალაგების საშუალებას იძლევა. სახარში და ჩამოსხმის სათავსების კედლები არანაკლებ 1.75 მ სიმაღლემდე უნდა მოპირკეთდეს კაფელის ფილებით ან შეიღებოს ღია ზეთოვანი საღებავით.

5. ყველა სათავსის იატაკი უნდა იყოს წყალგაუმტარი, გლუვი, ხვრელებისა და დაზიანებების გარეშე, მოსახერხებელი ზედაპირული გაწმენდისა და მორეცხვისათვის, ტრაპებისადმი შესაბამისი დახრილობებით.

6. მოწყობილობებიდან ჩამდინარე წყლების კანალიზაციაში ჩაშვება უნდა ჩატარდეს დახურული წესით. ნახმარი წყლების საწარმოოს სათავსის იატაკზე გადაშვება ნებადართულია მხოლოდ იმ ადგილებში, რომელთაც ტრაპის მიმართ კარგი დახრილობა აქვთ.

7. მანქანები, აპარატურა და სხვა მოწყობილობები უნდა განლაგდეს ისე, რომ უზრუნველყოფილ იქნეს მათთან თავისუფალი მიდგომა.

8. მოწყობილობებისა და ინვენტარის ზედაპირი უნდა იყოს გლუვი, რეცხვისა და დეზინფექციისათვის მოსახერხებელი.

9. ყველა საწარმოო და დამხმარე სათავსი, ასევე მოწყობილობა და ინვენტარი ცვლიდან ცვლაში გადაცემისას უნდა იყოს სუფთა და გამართულ მდგომარეობაში.

10. მცირე საწარმოების საერთო ფართი უნდა შეადგენდეს არანაკლებ 130 მ2