2. საწარმოოს ტერიტორია (ეზო) წლის თბილ პერიოდში ყოველდღიურად უნდა მოირწყას და დალაგდეს. ზამთრის პერიოდში გზები უნდა გაიწმინდოს თოვლისაგან, ყინვების დროს კი დაიყაროს ქვიშა.
3. ატმოსფერული წყლების მოსაცილებელი წყალსადინარები რეგულარულად უნდა გაიწმინდოს და დროულად შეკეთდეს.
4. ტარა, სამშენებლო და სამეურნეო მასალები უნდა ინახებოდეს საწყობებში ან დროებით ფარდულში სპეციალურად მოწყობილ ასფალტირებულ მოედნებზე.
5. დაქუცმაცებული მასის შეგროვებისა და შენახვისათვის უნდა მოეწყოს ბუნკერები ან ყუთები წყალგაუმტარი მასალისაგან. დაქუცმაცებული მასის სათავსების განლაგება ნებადართულია მხოლოდ ასფალტირებულ და ბეტონირებულ მოედნებზე. მოედნები ტრაპებისადმი დახრილი უნდა იყოს. ამ მასის ტრანსპორტირება უნდა წარმოებდეს ავტომანქანებით ლითონის წყალგაუმტარი დახურული ძარებით ან სპეციალური ცისტერნებით, ავზებით, სპეციალურად მოწყობილი თვითმცლელებით შემჭიდროებული ძარებით ან თუნუქით შემოკრული ხისძარიანი მანქანებით.
6. ნარჩენებისა და ნაგვის შესაგროვებლად და დროებით შესანახად დაყენებულ უნდა იქნეს წყალგაუმტარი სათავსები ან კონტეინერები სახურავებით არანაკლებ ორდღიანი დაგროვების მოცულობით.
7. სანაგვე კონტეინერების განლაგება დაშვებულია სასაწყობო და საწარმოო შენობებიდან არანაკლებ 25 მ-ის დაშორებით, ასფალტირებულ მოედნებზე, რომლებიც შემაღლებულ უნდა იქნეს კონტეინერის საძირკვლის ყოველი მხრიდან და ჰოროზონტალურად 1 მ-ით.
8. ნაგვის შესაგროვებლად განკუთვნილი მოედნები ყოველდღიურად უნდა ლაგდებოდეს და აუცილებლობის შემთხვევაში დეზინფიცირდებოდეს.
9. სანაგვე კონტეინერების გაწმენდა უნდა წარმოებდეს მათი შევსების მიხედვით, მაგრამ არანაკლებ ორ დღეში ერთხელ, შემდგომი დეზინფექციით. ცარიელი სანაგვე კონტეინერები უნდა იყოს სუფთა და არ შეიცავდეს ძველი ნაგვის ნარჩენებს. ნარჩენებისა და ნაგვის გატანა უნდა წარმოებდეს სპეციალური ტრანსპორტით, რომლის გამოყენება ნედლეულისა და მზა პროდუქციის გადაზიდვისათვის აკრძალულია.
10. დაუშვებელია ნარჩენებით სანაგვე კონტეინერების გადავსება.
11. სტაციონარული ნაგვის სათავსების გაწმენდა უნდა წარმოებდეს არანაკლებ ორ დღეში ერთხელ.
12. სანკვანძები ექსპედიტორთათვის, მძღოლთათვის, მტვირთავთათვის და მომსვლელთათვის უნდა მოეწყოს დამხმარე შენობებისაგან განცალკევებულ ტერიტორიაზე და უნდა ჰქონდეს დამოუკიდებელი გამოსასვლელი. ცალკე განლაგებული სანკვანძები საწარმოო და დამხმარე შენობებიდან დაშორებული უნდა იყოს არანაკლებ 25 მ-ის მანძილზე. სანკვანძები მუდმივად სუფთად უნდა იყოს და ყოველდღიურად მუშავდებოდეს სადეზინფექციო საშუალებებით.