1.ხელის სისუფავის ანალიზს ახორციელებენ (წინასწარი გაფრთხილების გარეშე) საწარმოო პროცესის დაწყების წინ და მხოლოდ იმ მომუშავე პერსონალისგან, რომლებსაც უშუალო შეხება აქვს სუფთა დანადგარებთან ან პროდუქციასთან. მომუშავე პერსონალის ხელების ჩამონაბანებს მარლის ან ბამბის სტერილური ტამპონით იღებენ. ანალიზის წინ ტამპონს ასველებენ ნატრიუმის ქლორიდის სტერილურ, ხსნარში. შემდეგ ტამპონს საცობიანად იღებენ და გულდასმით არა უმცირეს 5-ჯერ ატარებენ ყოველი შესამოწმებელი მუშაკის ხელის გულებზე, თითებს შორის და განსაკუთრებით ფრჩხილების ქვეშ. სინჯებს ათავსებენ სინჯარებში ისე, რომ ტამპონი ჩაიძიროს სითხეში. გულმოდგინედ შენჯღრევის შემდეგ St. aureus-ის გამოსავლენად სინჯარიდან იღებენ 1 სმ3
. თესავენ კარგად შემშრალ კვერცხისგულიან-მარილიან ან ბოიდ-პარკერის ტიპის აგარიან 5 პეტრის ფინჯანზე (0,2სმ3
რაოდენობით თითოეულზე). ნათესების ინკუბირებას აწარმოებენ 370
C ტემპერატურაზე 24-48 სთ-ის განმავლობაში. ჩამონარეცხები St. aureus -ს არ უნდა შეიცავდეს.

2.დარჩენილი ხელის ჩამონაბან სითხეს ტამპონიანად თესავენ 10 სმ3
კესლერის ნიადაგში. ინკუბირებას აწარმოებენ 370
C ტემპერატურაზე 18-24 სთ-ის განმავლობაში.