1.მიკროორგანიზმები თავისი ცხოველმყოფელობის პროცესში სხვა ჟანგვა-აღდგენით ფერმენტებთან ერთად გარემოში გამოყოფენ ანაერობულ დეგიდრაზებს (რედუქტაზებს). არსებობს გარკვეული კორელაცია რძეში ბაქტერიების რაოდენობასა და რედუქტაზების რაოდენობას შორის, რაც რედუქტაზას სინჯის, როგორც უმი რძის ბაქტერიალური მოთესვიანობის ირიბ მაჩვენებლად გამოყენების საშუალებას იძლევა.

2.სინჯარებში (18X2,0სმ) ასხამენ თითო სმ3
მეთილენის ცისფრის წყალხსნარს და 20სმ3
გამოსაკვლევ რძეს, ახურავენ რეზინის საცობს და ფრთხილად ურევენ სინჯარების სამჯერადი გადაბრუნებით. სინჯარებს ათავსებენ სარედუქტაზოში, წყლის აბაზანაში ან თერმოსტატში (38-40)0
C ტემპერატურაზე;

3.სარედუქტაზოში ან წყლის აბაზანაში რძიანი სინჯების მოთავსებისას წყალი უნდა ფარავდეს სინჯარებში ჩასხმული სითხის დონეს ან ოდნავ აღემატებოდეს მას. მთელი კვლევის მანძილზე წყლის ტემპერატურას ინარჩუნებენ 37±10
C-ზე. რეაქციაზე სინათლის სხივის მოქმედების თავიდან ასაცილებლად, სარედუქტაზოს მჭიდროდ ახურავენ სახურავს. სარედუქტაზოში სინჯარების ჩაწყობას თვლიან ანალიზის დასაწყისად. შეფერილობის შეცვლაზე დაკვირვებას აწარმოებენ ანალიზის დაწყებიდან 40 წუთის 2,5 და 3,5 სთ-ის შემდეგ. ანალიზის დასასრულად თვლიან რძის გაუფერულების მომენტს. ამასთან, დაკვირვების დამთავრების შემდეგ სინჯარებში წრიულად შეფერილი რძის ზედაფენა (სიგანე არა უმეტეს 1სმ) ან სინჯარის ძირში მცირე შეფერილი ნაწილი (სიგანით არა უმეტეს 1სმ). მხედველობაში არ მიიღება. სინჯარების შენჯღრევისას რძის შეფერილობის წარმოქმნა არ აღირიცხება.

4.რძის გაუფერულების ხანგრძლივობის მიხედვით რძეს მიაკუთვნებენ №1 ცხრილში მითითებული ოთხი კლასიდან ერთ-ერთს.

ცხრილი 1.

კლასი

გაუფერულების ხანგრძლივობა

ბაქტერიების საორიენტაციო რაოდენობა

უმაღლესი

3,5 სთ-ზე მეტი

300 ათასამდე

I

3,5 სთ

300-დან 500 ათასამდე

II

2,5 სთ

500 ათასიდან 4 მილიონამდე

III

40 წთ

4 მილიონიდან 20 მილიონამ