1.ქილებში, კასრებში, მათარებში დაფასოებული პროდუქტის ერთგვაროვანი პარტიიდან სტერილური მილით ან ჩამჩით იღებენ სინჯს 40-50 გ-ს რაოდენობით.პროდუქტის მიკრობიოლოგიურ ანალიზს ატარებენ სინჯის აღებიდან არა უგვიანეს 4 საათისა.

2.გამოკვლევის დაწყების წინ პროდუქტიან ქილებს გულდასმით რეცხავენ თბილი წყლით, შემდეგ ამშრალებენ გახსნის წინ ქილის სახურავს ან კაზრის საცობს და საცობის ირგვლივ ძირის ნაწილს ასტერილებენ პლომბირებით. ქილებს ხსნიან კონსერვის გასახსნელი სტერილური დანით, ხოლო კასრის საცობს – სახვრეტელათი.

3.ქილის შიგთავსს გულდასმით ურევენ და 10გ პროდუქტს ათავსებენ სტერილურ კოლბაში. უმატებენ 90სმ3 სტერილურ 40-450
C ტემპერატურაზე გამთბარ ფიზიოლოგიურ ხსნარს. ნარევს გულდასმით ურევენ სრულ გალღვობამდე, ასე იღებენ პირველ (1:10) განზავებას. აქედან ამზადებენ შემდგომ განზავებებს (1:100, 1:1000 და ა.შ.