ა) ჩამონარეცხს იღებენ 5სმ3
ნატრიუმის ქლორიდის (სტერილური ფიზიოლოგიური ხსნარის) შემცველი სინჯარის საცობში მავთულზე დამაგრებული სტერილური ბამბის ან მარლის ტამპონით. სინჯების აღების წინ ტამპონს ჩაძირავენ ფიზიოლოგიურ ხსნარში, ასველებენ, წმენდენ დანადგარისა და ინვენტარის სხვადასხვა მონაკვეთების 100სმ3
ზედაპირს (სტერილური რკინის ტრაფარეტი 10/10). ყოველი ხმარების წინ აწარმოებენ ტრაფარეტის პლომბირებას.

ბ) მცირე დანადგარებიდან ჩამონარეცხებს იღებენ მთელი ზედაპირიდან. ჩამონარეცხების აღების შემდეგ ტამპონიან საცობს კვლავ სიანჯარაში ათავსებენ ისე, რომ ტამპონი სითხეში ჩაიძიროს გულმოდგინე შენჯღრევის შემდეგ. სინჯარიდან იღებენ 1 სმ3
ფიზიოლოგიურ ხსნარს და ათავსებენ სტერილურ პეტრის ფინჯნებში, ასხავენ 12 სმ3
გამლღვალ და 450
C ტემპერატურამდე გაგრილებულ საკვებ აგარს. სუსტი მოძრაობით აგარს ურევენ საკვლევ სითხეს. აგარის გამკვრივების შემდეგ პეტრის ფინჯნებს ათავსებენ თერმოსტატში 300
C ტემპერატურაზე. 72 სთ-ის შემდეგ ახდენენ კოლონიების რაოდენობის აღრიცხვას. დარჩენილ ფიზიოლოგიურ ხსნარს ტამპონიანად თესავენ 10სმ3 კესლერის-ნიადაგიან ლივლივებიან სინჯარებში.

გ) ნათესების ინკუბირებას აწარმოებენ 370
C ტემპერატურაზე 18-24 სთ-ის განმავლობაში. აირისა და მჟავას არწარმოქმნა მიუთითებს ნაწლავის ჩხირის ჯგუფის ბაქტერიბის არარსებობაზე.

2.იმ შემთხვევაში, როცა აკონტროლებენ მხოლოდ ნაწლავის ჩხირის ჯგუფის ბაქტერიების არსებობას, დასაშვებია სინჯების ასაღები ტამპონი შეტანილ იქნეს 5სმ3
კესლერის ნიადაგში (ლივლივებით). ჩამონარეცხების აღებისას ტამპონს ასველებენ კესლერის ნიადაგში, წმინდავენ საკვლევ ზედაპირს, ათავსებენ სინჯარაში და ახდნენ ინკუბირებას 370
C ტემპერატურაზე. 18-24 სთ-ის განმავლობაში აირისა და მჟავას არწარმოქმნა მიუთითებს ნაწლავის ჩხირის არარსებობაზე.

3.50 მმ დიამეტრის მქონე მილსადენიდან, მასში 6,5 სმ-ის სიღრმეზე შეჰყავთ. ფიზიოლოგიურ ხსნარში დასველებული სტერილური ტამპონი, 36 მმ დიამეტრის მქონე მილში კი – 9სმ-ზე. მილსადენში ტამპონის საჭირო სიღრმემდე შეყვანის შემდეგ წრიული მოძრაობებით წევენ გასავლელისკენ.

4. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ტანკების რეცხვის ხარისხის და პერიოდულობის კონტროლს, რადგან მათ შეიძლება გამოიწვიონ ნაყინის პასტერიზებული ნარევის მეორადი დაბინძურება. ტანკების რეცხვა ხდება მისი ყოველი დაცლის შემდე