2. არტეზიული ჭაბურღილებისა და წყლის სათადარიგო რეზერვუარებისათვის უნდა გამოიყოს სანიტარიული დაცვის ზონები. წყალგაყვანილობის აღჭურვილობისა და არტეზიული ჭაბურღილების სანიტარიულ-ტექნიკურ მდგომარეობაზე უნდა დაწესდეს სისტემატური კონტროლი, რისთვისაც აუცილებელია მოედნისშიდა წყალგაყვანილობისა და საკანალიზაციო ქსელების სქემების არსებობა მათში ყველა სათვალთვალო ჭის აღნიშვნით.

3. საყოფაცხოვრებო-სამეურნეო წყალგაყვანილობა, რომელიც ქალაქის წყალგაყვანილობის ქსელიდან იკვებება, არ უნდა უერთდებოდეს წყალგაყვანილობას, რომელიც წყალმომარაგების ადგილობრივი წყაროებიდან იკვებება.

4. წყლის ავზიანი სამარაგო სათავსები უნდა იყოს სუფთა, იკეტებოდეს და ილუქებოდეს.

5. წყლის ავზები დახურულ უნდა იქნეს სპეციალური სახურავებით, მათი დეზინფექცია კი უნდა ჩატარდეს ქლორიანი ან ჩამქრალი კირით არანაკლებ თვეში ერთხელ. ყოველი დეზინფექციის შემდეგ ავზებს გულდასმით უნდა გამოევლოს სუფთა წყალი. დამუშავების თარიღი აღრიცხულ უნდა იქნეს ჟურნალში.

6. ყველა საწარმოო საამქროში ან განყოფილებაში დაყენებულ უნდა იქნეს ხელის დასაბანი ნიჟარა ცივი და ცხელი წყლით. პირსაბანი უნდა აღიჭურვოს საპნითა და ელექტროსაშრობით.

7. სასმელი დანიშნულების წყლით მომუშავეთა უზრუნველყოფა უნდა წარმოებდეს სატურატორული დანადგარების ან სასმელი წყლის შადრევნების საშუალებით. სასმელი წყლის ტემპერატურა უნდა მერყეობდეს 8-200
C საზღვრებში. გაზიანი წყლის წარმოებისათვის სატურატორული და სინქრონულ-ამრევი სისტემებით მომუშავე დანადგარები უნდა შეესაბამებოდეს მოქმედ ნორმატიულ-ტექნიკურ დოკუმენტაციას. სატურატორულ დანადგარები უზრუნველყოფილი უნდა იქნეს ერთჯერადი გამოყენების ჭიქებით, ან გამართული უნდა ჰქონდეს ჭიქების მექანიკური გარეცხვის, ხოლო სინქრონულ რეჟიმში მომუშავე დანადგარს კი – ავზების გარეცხვის მოწყობილობა.

8. საკანალიზაციო ტრაპები განლაგებულ უნდა იქნეს სამუშაო ადგილებისა და გასასვლელებისაგან მოშორებით. საკანალიზაციო ტრაპებისა და საკანალიზაციო მილების დიამეტრები უნდა უზრუნველყოფდნენ ჩასადენი და ჩამდინარე წყლების სრულ მოცილებას იატაკის ყოველ მონაკვეთზე. დახრილობა ტრაპების მიმართ უნდა იყოს არანაკლებ 0,03%. ტრაპებს უნდა ჰქონდეთ გისოსები და ჰიდრავლიკური საკეტები.

9. საწარმოს ტერიტორიაზე არ დაიშვება ტექნოლოგიური საამქროების საკანალიზაციო კომუნიკაციების შეერთება საყოფაცხოვრებო კანალიზაციასთან.

თავი IV.

სანიტარიული მოთხოვნები განათებისად