2. საწარმოო და დამხმარე სათავსებში ბუნებრივი და ხელოვნური განათება უნდა აკმაყოფილებდეს სანიტარიულ წესებისა და ნორმების „ბუნებრივი და ხელოვნური განათება“ – პროექტირების ნორმების მოთხოვნებს.
3. სინათლის ღიობების (ფანჯრების, სანათი მოწყობილობების) შემინული ზედაპირი უნდა გაიწმინდოს მტვრისა და ჭვარტლისაგან არანაკლებ კვარტალში ერთხელ.
4. ფანჯრის გატეხილი მინები დაუყოვნებლივ უნდა შეიცვალოს. ფანჯრებში შედგენილი მინების დაყენება და მათი შემინვა ფანერით, მუყაოთი და ა.შ. აკრძალულია.
5. გასანათებელი ხელსაწყოები და არმატურა სუფთა უნდა იყოს და იწმინდებოდეს საჭიროებისამებრ.
6. ელექტრონული ნათურები ჩასმულ უნდა იქნეს დახურულ პლაფონებში. სინათლის წყაროები უნდა მოთავსდეს სპეციალურ გასანათებელ არმატურაში: ლუმინესცენტური – ტიპზე დამოკიდებულებით, ვარვარის ნათურები – დახურულ პლაფონებში.
7. აკრძალულია გასანათებელი ხელსაწყოების განლაგება უშუალოდ ღია საწარმოო ტევადობების თავზე.
8. განათება სამუშაო ადგილებზე, განსაკუთრებით ნედლეულისა და მზა პროდუქციის კონტროლისათვის განკუთვნილ ადგილებზე უნდა შემოწმდეს კვარტალში ერთხელ.
9. საწარმოო სათავსის დანიშნულების შეცვლის შემთხვევაში, ასევე აღჭურვილობების გადაადგილების ან შეცვლისას უნდა მოხდეს გასანათებელი მოწყობილობების შესაბამისი სახით ხელახალი გადაწყობა და არსებულ განათების ნორმებთან შესაბამისობაში მოყვანა.
10. აპარატებისა და ტევადობის შიდა ზედაპირის დათვალიერებისას დასაშვებია გადასატანი ნათურების გამოყენება არა უმეტეს 12ვ ძაბვით. ელექტრონული ნათურები უნდა ჩაისვას დამცველ ბადეებში.
11. მეთვალყურეობა გასანათებელი დანადგარების მდგომარეობასა და ექსპლუატაციაზე ეკისრება ტექნიკურად მომზადებულ პირებს.