1. საწარმოს სიდიდის, სამუშაოს სპეციფიკის, ავარიული სიტუაციების სიხშირისა და სიმძიმის ხარისხის მიხედვით, სამუშაო სივრცეში უნდა იყოს ერთი ან მეტი პირველადი სამედიცინო დახმარების ოთახი ან შესაბამისი გამოყოფილი ადგილი.
2. პირველადი სამედიცინო დახმარების ოთახები უნდა აღიჭურვოს პირველადი სამედიცინო დახმარების დანადგარებითა და აღჭურვილობით, ამასთანავე, უნდა იყოს სათანადო წესით ნიშანდებული და შესაძლებელი უნდა იყოს საკაცით გადაადგილება.
3. საჭირო რაოდენობის პირველადი დახმარების ყუთები განთავსებული უნდა იყოს ყველა სამუშაო სივრცეში. ასეთი ადგილები უნდა იყოს სათანადო წესით ნიშანდებული და იოლად ხელმისაწვდომი დასაქმებულთათვი