1. დასაქმებულები, რომელთა საქმიანობა დაკავშირებულია საწარმოო გარემოს მავნე ფაქტორების (მტვერი, მავნე ქიმიური და ტოქსიკური ნივთიერებები, მაღალი ტენიანობა, პათოგენურ-ბიოლოგიური აგენტები, მაიონიზირებელი გამოსხივება და სხვ.) ზემოქმედებასა და აგრეთვე სურსათის ან სტერილური მასალების წარმოებასთან/გადამუშავებასთან, უზრუნველყოფილნი უნდა იყვნენ საშხაპე ოთახებით.
2. საშხაპეები უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
ა) ჰქონდეს ადეკვატური ზომა;
ბ) გაიმიჯნოს ქალისა და მამაკაცის საშხაპეები;
გ) უზრუნველყოფილი იყოს მუდმივი ცივი და ცხელი წყლით;
დ) თბებოდეს ცივ ამინდში;
ე) იატაკები და კედლები დამზადებული უნდა იყოს წყალგაუმტარი და იოლად გასაწმენდი მასალებისგან.
3. თუ სამუშაო სპეციფიკა არ ითვალისწინებს საშხაპეების მოწყობის აუცილებლობას, მაშინ დასაქმებულები და სხვა პირები უზრუნველყოფილნი უნდა იყვნენ ხელსაბანებითა და მუდმივი წყლით (საჭიროების შემთხვევაში − ცხელი წყლით). ხელსაბანები მამაკაცებისა და ქალებისათვის უნდა იყოს განცალკევებული და განთავსებული სამუშაო სივრცესა და გამოსაცვლელ ოთახებთან ახლოს.
4. თუ საშხაპეები და ხელსაბანები გამიჯნულია გამოსაცვლელი ოთახებისგან, აუცილებელია მათ შორის იყოს დამაკავშირებელი კორიდორ