1. სამუშაო სპეციფიკიდან გამომდინარე, დასაქმებულები და სხვა პირები უზრუნველყოფილნი უნდა იყვნენ გამოსაცვლელი ოთახებით. გამოსაცვლელი ოთახები უნდა იყოს იოლად მისასვლელი, ადეკვატური მოცულობის და სკამებით, კედლის სარკეებითა და სანაგვე ურნებით აღჭურვილი.

2. გამოსაცვლელ ოთახებში თითოეული დასაქმებულისთვის განკუთვნილი უნდა იყოს საკეტიანი ინდივიდუალური კარადა.

3. საჭიროების შემთხვევაში (მაგ.: საშიში ნივთიერებები, ტენიანობა, მტვერი, ჭუჭყი), სამუშაო ტანსაცმლის კარადები განთავსებული უნდა იყოს ჩვეულებრივი ტანსაცმლის კარადებისგან დამოუკიდებლად.

4. გამოსაცვლელი ოთახები ქალებისა და მამაკაცებისთვის ერთმანეთისგან გამიჯნული უნდა იყოს.

5. თუ, სამუშაო სპეციფიკის გათვალისწინებით, გამოსაცვლელი ოთახების საჭიროება არ არსებობს, თითოეული დასაქმებულისა და სხვა პირებისთვის უნდა გამოიყოს ადგილი ტანსაცმლის განსათავსებლა