1. სამეცნიერო და სასწავლო დაწესებულებებში ფეთქებადი მასალები ინახება სეიფებიან სათავსში ან სათავს-სეიფში. ასეთ სათავსებს კედლები და გადახურვა უკეთდება უწვავი მასალებისაგან. ფეთქებადი მასალების შესანახად განკუთვნილი სათავსის მოსაზღვრე ოთახებში, აგრეთვე მის ზემოთ და ქვემოთ განლაგებულ სათავსებში არ უნდა იყოს ხალხის მუდმივი სამუშაო ადგილები. ოთახები მეზობელი სათავსისაგან გამოყოფილი უნდა იყოს სულ ცოტა 25 სმ სისქის კაპიტალური, ბეტონის ან აგურის კედლით. სათავსების კარი მზადდება მასალისაგან, რომლის ზღვრული ცეცხლმედეგობა არ უნდა იყოს 45 წუთზე ნაკლები.
2. აფეთქების საშუალებების შესანახი სეიფი შიგნი-დან ამოგებული უნდა იყოს რბილი მასალით. იგი უნდა იყოს ჩამიწებული და განლაგებული ფეთქებადი ნივთიერებების სეიფიდან სულ ცოტა 2 მეტრის და-შორებით